აგროსიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემა იწმინდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვიმბალაურში რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ სისტემას წმენდს.

პროექტის მიხედვით დანალექი მასისგან სუფთავდება დამშრობი ქსელის შემკრები არხების ცალკეული უბნები, საერთო ჯამში 2 500-მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დამშრობი სისტემა ეფექტიანად და გამართულად იმუშავებს 40 ჰექტარ მიწის ფართობზე, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.