აგროსიახლეებიმედია ფერმერებისთვის TV

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ _ თანამდროვე აგრონომიული ცოდნა და ფერმერული პრაქტიკა თქვენს სამსახურში

მოგესალმებით, „აგრონიუსის“ მკითხველებო! მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მაისის ნომერის მიმოხილვა ონლაინ ფორმატში.

 ჩვენი მიზანია, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული რჩევები დავაახლოოთ თანამედროვე ფერმერის საჭიროებებს.

ქვემოთ მოცემულია თემების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ნომერში გაეცნობით:

აგროპოლიტიკა და გლობალური გამოწვევები

ჩვენი გამოცემა დიდ ყურადღებას უთმობს სტრატეგიულ საკითხებს:

  • სურსათი, როგორც პოლიტიკური იარაღი _ როგორ მოქმედებს გეოპოლიტიკა თქვენს სუფრაზე;
  • სასურსათო უსაფრთხოება და მიწათმოქმედების გამოწვევები _ რა პრობლემების წინაშე დგას ქართული აგრარული სექტორი;
  • სურსათის საერთაშორისო ბაზარი _ ფასების მზარდი დინამიკა და მისი პირდაპირი გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე.

აქვე გთავაზობთ საინტერესო სამეცნიერო ნაშრომს ჩვენი  უძველესი კულტურული მეკმკვიდრეობის შესახებ:

შულავერშომუთეფეს კულტურა _ ისტორიული ექსკურსი ძვ.წ. VI ათასწლეულის აგრარულ რევოლუციაში.

გარემო და ნიადაგის რესურსები

ნიადაგი და წყალი ჩვენი მეურნეობის ფუნდამენტია:

  • სუფთა სასმელი წყალი _ გლობალური პრობლემა და მისი გადაჭრის ინოვაციური მეთოდები;
  • ნიადაგის დამლაშება _ როგორ ვებრძოლოთ ამ გლობალურ საფრთხეს?
  • აზოტის როლი _ მცენარის ჯანსაღი განვითარება და მოსავლიანობის გაზრდა.

პრაქტიკული მებაღეობა

გსურთ მაღალი მოსავალი? გაეცანით რჩევებს:

  • პეკინური კომბოსტო _ როგორ ავიცილოთ თავიდან ნაადრევი „აყვავილება“;
  • ჯანსაღი პომიდორი _ ტრადიციული და ბუნებრივი მეთოდი _ „უმი კვერცხი“;
  • მცენარის ენა _ ისწავლეთ პომიდვრის „მოთხოვნების“ გამოცნობა;
  • ვაშლის ბაღების საიდუმლო _ რატომ ჯობია კომპოსტი და მულჩირება ქიმიურ სასუქებს?

ჩვენი ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრების მოვლა:

  • მეფუტკრეობა _ როგორ ვაკონტროლოთ ფუტკრის ნაყრიანობა.
  • მეცხოველეობა _ რატომ არის თხა საუკეთესო არჩევანი მცირე მეურნეობისთვის?
  • ფრინველთა მოვლა _ როგორ შევამოწმოთ, იღებენ თუ არა წიწილები საკმარის საკვებს?
  • მეცნიერება და პრაქტიკა _ მაკე ბოცვრის მოვლა და ფერმერთა „უხილავი მეგობრები და მტრები“.

ბიომრავალფეროვნება ბაღში

  • იაპონური მაყვალი (POLYGONUM) _ საფრთხე, რომელიც თქვენს მეურნეობას ემუქრება;
  • ჭიამაია _ თქვენი ბაღის უჩინარი და ერთგული მცველი;
  • კლიმატის გავლენა _ როგორ რეაგირებს მცენარე ტემპერატურულ ცვლილებებზე?

გაქვთ შეკითხვები?

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ მუდმივად ზრუნავს თქვენზე. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დასვათ კითხვები ჩვენს კომპეტენტურ აგრონომებთან და ვეტერინარებთან, რომლებიც მზად არიან გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია.

გამოიწერედ და იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქრთველო“ და გახდით უფრო ეფექტიანი ფერმერი!