ცხვრის მატყლი როგორც ბიოსასუქი _ გერმანული ინოვაცია მიწათმოქმედებაში
ბევრი მეცხვარისთვის ცხვრის ყოველწლიური პარსვა უკვე დიდი ხანია წამგებიანი საქმე გახდა. მატყლის საბაზრო ფასი იმდენად დაბალია, რომ ის ხშირად უბრალოდ ნარჩენად იქცევა, არადა, სინამდვილეში, ეს მცენარეთა მოვლისთვის ფასდაუდებელი და განახლებადი რესურსია.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, გერმანიის პომერანიის ფედერალურ მხარეში არსებულმა ინოვაციურმა და საგანმანათლებლო ცენტრმა (IBZ) საინტერესო იდეა დაამაშუშავა, მათ აჩვენეს, როგორ შეიძლება ცხვრის მატყლისგან რეგიონული, ეკოლოგიურად სუფთა სასუქის დამზადება.
ჩრდილოგერმანიის სამაუწყებლო კორპორაციის (NDR) ჟურნალისტები ესტუმრნენ ფერმერს, რომელიც 500-მდე ცხვარს უვლის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფერმა დიდი არ არის და დიდი რაოდენობისც მატყლიც არ უგროვდება, მაინც მატყლი მისთვის ზარალიანი პროდუქტია, რადგან 1 კილოგრამი მატყლი ბაზარზე მხოლოდ 20 ევროცენტი ღირს, რაც პარსვის მომსახურების საფასურსაც კი ვერ ფარავს.
IBZ-ის იდეა მარტივი და ეფექტიანია _ მატყლისგან მზადდება ხანგრძლივი მოქმედების გრანულირებული ბიოსასუქი.
- გრანულები ნიადაგში ნელა იშლება და საკვებ ნივთიერებებს რამდენიმე თვის განმავლობაში თანაბრად გამოყოფს.
- მატყლის გრანულები ნიადაგში მოქმედებს როგორც წყლის ბუნებრივი რეზერვუარი, რაც მცენარეებს გვალვის დროსაც ეხმარება.
ექსპერტები ყურადღბას განსაკუთრებით ამახვილებენ მატყლის შემადგენლობაზე. როგორც ცნობილია, ის მდიდარია სხვადასხვა მიკრო და მაკროელემენტებით:
- აზოტით, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის აქტიურ ზრდას;
- კალიუმით, რაც ძლიერებს მცენარეს;
- გოგირდის ნაერთებით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს მავნებლებისა და დაავადებებისგან.
ვინაიდან ეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, გრანულირების პროცესში მატყლი 80°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე თერმულად მუშავდება. ეს უზრუნველყოფს პათოგენური მიკროორგანიზმების სრულ განადგურებას.
დღესდღეობით, ამ პროდუქტის შეძენა საცდელი პროექტის ფარგლებში უკვე შეუძლიათ მებაღეებს. გიუსტროვის ერთ-ერთმა სამეურნეო მაღაზიამ გრანულები ასორტიმენტში შეიტანა და, როგორც აღნიშნავენ, მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფერმერი ოპტიმისტურად არის განწყობილი – მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერჯერობით ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, მატყლის სასუქად გამოყენების პოტენციალი უზარმაზარია. სოციალურ ქსელებშიც კი გამოჩნდნენ მებაღეები, რომლებიც მატყლს წლებია იყენებენ: ზოგიერთი მას ფესვების ქვეშ ალაგებს, ზოგი კი მულჩირებისთვის იყენებს.
საინტერესოა, რომ მატყლის გამოყენება მხოლოდ სასუქით არ შემოიფარგლება. არსებობს მაგალითები, როდესაც მისგან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა თბოსაიზოლაციო ფილებიც მზადდება, რაც მშენებლობაშიც ნამდვილ აღმოჩენად ითვლება.
წყარო: Agrarheute, NDR.
PS. ეს კარგი იდეაა ქართველი ფერმერებისთვისაც, ცნობილია რომ საქართველოში ყოველწლიურად უამრავი მატლი გროვდება და გადამმუშვებელი წარმების აღარარსებობის გამო უმეტესად იყრება, რაც გარკვეულ ეკოლოგიურ პრობლემასაც ქმნის.

