აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) – ინვაზიური საფრთხე და ბრძოლის თანამედროვე მეთოდები
აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), როგორც მისი სახელწოდებაც მიუთითებს, აზიის რეგიონის მკვიდრია.
დღეს იგი საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონების მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და გავრცელებულ ინვაზიური მავნებელია.
რატომ არის ის საშიში?
ეს მავნებელი გამოირჩევა უკიდურესი პოლიფაგობით, იკვებება 170-ზე მეტი სახეობის მცენარით, რაც სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სექტორს აზარალებს. მავნებლის სამიზნეა:
- ხილეული: ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი და სხვა;
- ბოსტნეული კულტურები;
- ვაზი;
- დეკორატიული მცენარეები.
მწერის მიერ დაზიანებული ნაყოფი კარგავს სავაჭრო სახესა და ხარისხს, უვითარდება ნეკროზული ლაქები და დეფორმაციები, რაც მეურნეობებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს იწვევს.
ბრძოლის სტრატეგია _ ქიმიიდან ბიოკონტროლამდე
ტრადიციულად, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ინსექტიციდების გამოყენებას ეფუძნება. თუმცა, მათი ეფექტიანობა ხშირად შეზღუდულია, ხოლო ჭარბი გამოყენება აზიანებს სასარგებლო ენტომოფაგებს (მწერებს).
ამ გამოწვევის ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება ბიოლოგიური კონტროლი. განსაკუთრებული იმედები უკავშირდება Trissolcus-ის გვარის პარაზიტოიდულ სიფრიფანაფრთიანებს (მაგალითად: T. basalis, T. kozlovi და T. mitsukurii). ეს მწერები ფაროსანას კვერცხებზე პარაზიტირებენ და ბუნებრივი გზით ზღუდავენ მათ პოპულაციას.
აღსანიშნავია, რომ ინვაზიური სახეობების ადრეული მონიტორინგი და დროული აღმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, ისე ბიომრავალფეროვნების დასაცავად.

