სასუქის ელემენტები და მათი დანიშნულება
სასუქის ელემენტები და მათი დანიშნულება
მინერალური სასუქების სწორად და ნორმირებულად გამოყენებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი, უხივი მოსავლის მისაღებად, ამიტომ მეურნემ უნდა იცოდეს, რომ:
B _ აზოტი — წარმოადგენს ყველა ცილოვანი ნივთიერების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს. ის არეგულირებს ვეგეტატური მასის ზრდას, განსაზღვრავს მოსავლიანობის დონეს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ხარისხს;
P2O5 _ფოსფორი — ენერგეტიკული უზრუნველყოფის ელემენტი, ააქტიურებს ფესვოვანი სისტემის ზრდას, აჩქარებს ვეგეტატიური განვითარებიდან გენერატიულზე გადასვლის პროცესს, თესლის ფორმირების და მომწიფების პროცესს, ამაღლებს გვალვისადმი და ყინვისადმი მდგრადობას;
K2O5_კალიუმი — ყურადღება გამახვილებულია ახალგაზრდა სასიცოცხლო ორგანოებსა და ქსოვილებზე. ამაღლებს მცენარეების ავადმყოფობებისადმი, გვალვისადმი და ყინვისადმი მდგრადობას;
MgO _მაგნიუმი — ამაღლებს ფოტოსინთეზის ინტენსივობას და ქლოროფილის წარმოშობას;
CaO _კალციუმი — ხელს უწყობს მცენარეების, მათი ფესვთა სისტემის ზრდას და განვითარებას, აძლიერებს ნივთიერებების ცვლას;
S _გოგირდი — შედის ცილოვანი ნივთიერებების შემადგენლობაში და იღებს მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
Ft_ რკინა — არეგულირებს ფოტოსინთეზს, სუნთქვას, ცილოვან ცვლას და ზრდადი ნივთიერებების ბიოსინთეზს;
Cu_ სპილენძი — არეგულირებს სუნთქვას, ფოტოსინთეზს, ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამაღლებს მცენარის მდგრადობას გარე ფაქტორებისა და ავადმყოფობების მიმართ;
Zn _ ცინკი — აქვს დიდი მნიშვნელობა მცენარის განაყოფიერებისთვისა და ჩანასახის განვითარებისათვის;
Mn _მარგანეცი — თამაშობს დიდ როლს ფოტოსინთეზის, სუნთქვის რეაქციაში, ნახშირწყლებისა და ცილების გაცვლაში;
CO _კობალტი — იღებს აქტიურ მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ახდენს დადებით ზემოქმედებას სუნთქვაზე და ენერგეტიკულ ცვლაზე;
MO_ მოლიბდენი — არეგულირებს აზოტურ ცვლას, იღებს უშუალო მონაწილეობას ატმოსფერული აზოტის ფიქსაციაში;
B _ბორი — არეგულირებს განაყოფიერებას და ნაყოფის წარმოქმნას ნახშირწყლებისა და ცილების გაცვლაში, ამაღლებს ავადმყოფობებისადმი მდგრადობას.
მიწათმოქმედების ხუთი კანონი
- ფაქტორების შეუცვლელობის კანონი (უილიამსის კანონი)
ვერც ერთი ფაქტორი ვერ შეიცვლება სრულად სხვა ფაქტორით.
- ფაქტორების კომპენსირებული ზემოქმედების და არასრულფასოვნების ფაქტორი.
ფაქტორების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს (გაძლიერდეს ან შესუსტდეს) სხვა ფაქტორების განსაზღვრული კომბინაციით.
- ოპტიმუმის კანონი
მცენარეთა მაქსიმალური ნაყოფიერება შეიმჩნევა ყველა ფაქტორების არა მაქსიმალური, არამედ ოპტიმალური მონაცემების მიღწევისას.
- კრიტიკული პერიოდების კანონი
ყველა მცენარის სასიცოცხლო ციკლში არის ყველა ფაქტორთან მაქსიმალური მგრძნობიარობის პერიოდი.
- მინიმუმის კანონი (ლიბიხის კანონი)
გარკვეული ნაყოფიერების მიღწევის შესაძლებლობა შეზღუდულია იმ ფაქტორით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მინიმალურ დონეზეა.
კახა ლაშხი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ზურაბ ჯინჯიხაძე, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ზაურ ჯულუხიძე, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ირაკლი რეხვიაშვილი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ლუკა ლაშხი, აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრი.