სტაფილო
ძირხვენებს შორის სტაფილო კვებითი ღირებულების მიხედვით პირველ ადგილზეა. შეიცავს ნაცარს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს. გამოიყენება ახალი, მოხარშული და დაკონსერვებული სახით. მისი მოყვანა თითქმის ყველა ზონაშია შესაძლებელი.
აგროტექნიკური ღონისძიებები
სტაფილოს გაზაფხულზე დასათესად ნიადაგის დამუშავება იწყება შემოდგომაზე მზრალად ხვნით. ადრე გაზაფხულზე როგორც კი შესაძლებელი გახდება მინდვრად გასავლა და სამუშაოების დაწყება მზრალს 1-2 ჯერად კარგად ფარცხავენ. თესვის წინ თუ ნიადაგი სარეველებისაგან სუფთაა, მსუბუქი და ფხვიერია აწარმოებენ კულტივაციას 8-10 სმ სიღრმეზე. ხოლო თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერადად და შემდეგ დაითესოს. სტაფილოს მოყვანისას ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი მოვლა და სარეველებისაგან გაწმენდა. შესანახი სტაფილოს მოსავლის აღება ყინვების დადგომამდე უნდა მოხდეს ისე, რომ სტაფილომ მექანიკური დაზიანება არ მიიღოს.
გარემო პირობები
სტაფфილო სინათლის მომთხოვნი მცენარეა და დეფიციტი იწვევს მოსავლის შემცირებას. სტაფილო სიცივის ამტანი მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყებს 3-4º ტემპერატურის პირობებში. ზრდა-განვითარებისათვის ოპტიამლური ტემპერატურაა 16±7º. სტაფილოს ღივებს შეუძლიათ აიტანონ ტემპერატურის დაწევა -2-3º-მდე. სტაფილო ტენის მიმართ ზომიერად მომთხოვნია. საუკეთესოდ ითვლება როცა ნიადაგის ტენიანობა 60%-ის ფარგლებშია.
თესვა
სტაფილოს პირველი თესვა ხდება ადრე გაზაფხულზე 15 თებერვლიდან. მეორე თესვა ივნისის ბოლოდან. მესამე თესვა გვიან შემოდგომაზე ზამთრის პირას. თესლის ჩათესვის სიღრმე 1-3 სმ. კვლებს შორის მანძლილი 25-30 სმ. 10მ²-ზე ითესება 6-10 გრამი თესლი. თესვის ნორმა 1,5-3კგ/ჰა. 1 მილიონი – 1.2 მილიონ მცენარე.
სტაფილოს საჭიროებს ნიადაგის გაფხვიერებას გამეჩხერებას, მორწყვასა და დამატებით კვებას. თუ ნათესი ხშირია, 2-3 ფოთლის ფაზაში უნდა გამეჩხერდეს ისე, რომ მცენარეთა შორის დარჩეს 4-6 სმ მანძილი.
თესლბრუნვა
სტაფილოსათვის საუკეთესო წინამორბედებია: კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ხახვი, მრავალწლოვანი ბალახები და პარკოსანი კულტურები.
ნიადაგები
სტაფილოსათვის საჭიროა, ღრმად დამუშავებული, განსაკუთრებით სარეველა ბალახებისაგან კარგად გაწმენდილი და ფხვიერი ნიადაგები. კარგად იზრდება ნეშომპალით მდიდარ ნიადაგზებზე. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, კარგი სტრუქტურის მქონე და საკვები ნივთიერებებით მდიდარი. საკმაოდ მგრძნობიარეა ნიადაგის მჟავიანობის მიმართ. მისთვის ოპტილამურია PH=6-7.
ნიადაგის გამოყენება
სასუქების გამოყენება დამოკიდებულია ნიადაგის მდგომარეობაზე, მისი გამოყენება ხდება შემდეგი პროპორციულობით: ამონიუმის გვარჯილა 150-200კგ/ჰა. სუპერფოსფატი 300-350კგ/ჰა. კალიუმის მარილი 100-150კგ/ჰა. სასუქების 2/3 შეიტანება ხვნის წინ შემოდგომაზე.
სტაფილოს მოყვანის ტექნოლოგიაში მნიშვენლოვანია ფოთლოვანი გამოკვება. სხვადასხვა ფოთლოვანი სასუქები, იგი მნიშვნელოვანდ ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს მის ხარისხს. შესხურება ხდება 2-4 ჯერ 10-14 დღის ინტერვალით მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ წამლობასთან კომბინაციაში.
მორწყვა
ჭარბი ტენიანობა იწვევს სტაფილოს ძირის სუსტ განვითარებას, სოკოვან დაავადებათა გავრცელებას და ძირხვენების ბოლოების დალპობას, რაც იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. რწყვა უნდა ხორციელდებოდეს სისტემატიურად. მცენარის ზრდის დროს ნათესი 5-7 ჯერ ირწყვება ანუ ყოველ მორწყვაზე 300-350 მ³ წყალი ერთ ჰექტარზე. წვეთოვანი მორწყვისას, წყალში გახსნილი სასუქებით ნიადაგის მორწყვა, ძალზედ ეფექტუერ საშუალებას წარმოადგენს. მორწყვის ეს მეთოდი ნიადაგში სასუქების თანაბარი გადანაწილების და კარგი ტენიანობის შექმნის წინაპირობას იძლევა.
ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ
მავნე მწერების (ბუგრები, თრიფსები) საწინააღმდეგოდ ინსექტიციდებიდან გამოიყენება:
თიამეთოქსამი 0,015 კგ/ჰა (აქტარა; მედალი), ან თიაკლოპრიდი 0,2-0,25 ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;), ან იმიდაკლოპრიდი 0,1 კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში) ალფაციპერმეტრინი 0,3 ლ/ჰა (ფასტაკი; ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი), ან ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;), ან ლამბდა-ციჰალოტრინი წდგრ 0,4-0,8კგ/ჰა (კაიზო;), ან ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი) ანდელტამეტრინი ეკ 0,05-0,1ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ), ან დელტამეტრინი 0,05-0,1კგ/ჰა (დეცის პროფი;).
სოკოვანი დაავადებებიდან სტაფილოს აზიანებს:
ალტერნარიოზი, თეთრი სიდამპლე, ნაცრისფერი სიდამპლე, ფომოზი.
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება:
მეტალაქსილი+მანკოcები 2,5კგ/ჰა (რიდომილ გოლდი; რიდონეტი; ვიქტორი; უნივერსალი), ან დიმეტომორფი+მანკოცები 2,5კგ/ჰა (აკრობატი; ლიდერი; ავანგარდი)
სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო 2-3კგ/ჰა; კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი 3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4 კგ/ჰა; ), ან სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი 4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი 4-8კგ/ჰა;), ან სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2,5კგ/ჰა).
სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება:
პრომეტრინი 1,5-3ლ/ჰა (გეზაგარდი; პრომეგოლდი;) ნიადაგის შესხურება დათესვამდე, კულტურის აღმოცენებამდე ან 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ან ფენოქსაპროპ-ეთილი 1-2ლ/ჰა (ფურორე სუპერი) შესხურება ტარდება კულტურის 2 ფოთლის ფაზაში.
მოსავლის აღება
შემოდგომაზე, სიცივეების დაწყებითანავე, მოსავლის აღება ხდება ხელით ან სპეციალური ასაღები მანქანით. მოთხრის შემდეგ საჭიროა ფოჩის მოჭრა ძირხვენის თავიდან 2-3 სმ ზევით და გაშრობა, შემდეგ ფარდულში შენახვა, ძირხვენის დაჭკნობის თავიდან ასაცილებლად.