პომიდვირის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა
პომიდვრის დახასიათება
პომიდორი – LLiopersicum esculentum
- წარმოშობა: მექსიკა, ამერიკის ტროპიკული ტყეები პომიდორი არის წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი
- სიცოცხლის ციკლი ერთწლიანი და მრავალწლიანი სავეგეტაციო პერიოდი 100-140 დღე.
- თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურა 18-210C;
- მცენარის ზრდა 220C±70C;
- მცენარე ზრდას აჩერებს +80C-ზე დაბლა;
- წყვეტს ყვავილობას 150C-ზე დაბლა;
- არახელსაყრელია +300 C-ზე მაღალი ტემპერატურა.
- მოსავლიანობა 50-100 ტონა/ჰა.
პომიდვრის მცენარეს ფესვები დატოტვილი აქვს, ღერო სწორმდგომი ან გადაშლილია სიმაღლე 0,5-2,5 მ. ფოთოლი წყვეტილ, კენტფრთისებრ- რთულია სამი-ოთხი წყვილი ძირითადი ნაკვთით. ყვავილედი მტევანია. ყვავილი ორსქესიანია, თვითდამამტვერიანებელი მცენარეა. ყვავილედი მტევანია. ნაყოფი მრავალბუდიანი კენკრაა. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა: მრგვალი, ელიფსური, მოგრძო, ოვალური, გულისებრი, ჩაზნექილი ფორმის ბრტყელი. ფერის მიხედვით პომიდორის ნაყოფი შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, მუქი შინდისფერი და სხვა. პომიდორი სითბოს მომთხოვნია და სინათლის მოყვარული. პომიდვრის ჯიშებია: ჭოპორტულა, ვარდისფერი, ხარისგულა, ფალკონი, ბაზრის საკვირველება, კრასნოდარეცი და სხვა. ჰიბრიდებია: შედილედი, გრიფონი, კლასიკი, ტარპანი, პლატინუმი, სკიფი, ტურისტი, ტესტი, სულთანი, ბენიტო და სხვა.
ნიადაგი და განოყიერება
ამ ღონისძიების დაწყებამდე ფერმერმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს ნიადაგის ანალიზი. განოყიერებული ქვიშნარი და ქვიშიანი ნიადაგები. ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა PH – 6,0-6,5 1 ტონა მოსავალს ვეგეტაციურ მასასთან ერთად გამოაქვს აზოტი 3 კგ. ფოსფორი – 1,2 კგ. კალიუმი – 7,5 კგ. Ca – 2 კგ; მაგნიუმი 0,5 კგ.
ნიადაგის ანალიზის არ ქონის შემთხვევაში სავარაუდო დოზები N-70-90; კგ. P-60- 90კგ; K-80-100 კგ. ორგანული სასუქი შედის მოხვნამდე. მინერალური სასუქები შედის მოხვნის ან კულტივაციის წინ გამფანტველით, აგრეთვე მწკრივებში კულტივაციასთან ერთად და წვეთოვანი რწყვის სისტემაში გახსნილი სასუქის (ფერტიგაცია) შერევით. დამატებით ხდება ფოლოვანი გამოკვება შესხურებით სავეგეტაციო ორგანოებზე.
ნიადაგის მომზადება და აგროტექნოლოგია. მოხვნის წინ სასუქების და ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების შეტანა
- მზრალად ხვნა შემოდგომაზე;
- მოხვნის სიღრმე 28-30 სმ;
- საგაზაფხულო დამუშავება გაფხვიერება 10-15 სმ;
- 15 სმ სიმაღლის ბაზოების ფორმირება;
- დარგვა;
- მორწყვა;
- მწკრივთაშორის კულტივაცია მინერალური სასუქების შეტანით;
- ჰერბიციდების და სხვადასხვა პესტიციდების შეტანა.
ნიადაგის დამუშავების ძირითადი ამოცანებია: სახნავი ფენისა აგებულებისა და სტრუქტურის შეცვლა ხელშემწყობი ფაქტორების სითბოს, ჰაერისა და ტენიანობის რეჟიმის შესაქმნელად. კვების ელემენტების წრებრუნვის გაძლიერება, მათი ამოღება ნიადაგის ღრმა ფენებიდან მიკრობიოლოგიური პროცესების ზემოქმედების საჭირო მიმართულებით წარსამართავად. სარეველებთან ბრძოლა. სარეველა მცენარეების თესლების პროვოკაციული გაღივებისა და აღმონაცენის მოსპობა. სარეველა მცენარეების ფესვებისა და ფესვის ამონაყრების მოჭრა. ცენარეული ნარჩენებისა და სასუქების თანაბრად განაწილება და სახნავ ფენაში ჩაკეთება. მავნებელ-დაავადებების გამომწვევების მოსპობა და სხვ. ნიადაგის ძირითადი დამუშავება წარმოებს სახნავი გუთნის საშუალებით. ნიადაგის ძირითად დამუშავებას ეკუთვნის მზრალად ხვნა და ღრმა გაფხვიერება, რომელიც ტარდება შემოდგომაზე, ზამთრის პირას წინამორბედი კულტურების აღების შემდეგ. მზრალად ხვნა აუცილებელია ნიადაგის ტენის მარაგის შესაქმნელად. მიკრობიოლოგიური პროცესების გასაუმჯობესებლად, საკვები ნივთიერებების დასაგროვებლად. სარეველების და მავნებლების მოსასპობად. მზრალად ხვნა არაა მიზანშეწონილი ფერდობ ადგილებზე, სადაც ნიადაგის ეროზიის საშიშროებაა, აგრეთვე ჩავარდნილ ადგილებზე.
დისკოებიანი ფარცხის საშუალებით შესაძლებელია მსხვილი ბელტების დაშლა
ნიადაგის დამამუშავებელი მექანიზმი – ფრეზი სხვადასხვა სახისაა: ფრეზის მუშა ნაწილების ბრუნვის მიმართულების მიხედვით შეიძლება იყოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბრუნვის ფრეზის დანიშნულებაა ნიადაგის დაქუცმაცება წვრილ სტრუქტუროვან ფრაქციებად. ეს ოპერაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოსტნეული კულტურებისათვის, რადგან ბოსტნეული კულტურებისათვის აუცილებელია ნიადაგის გაფხვიერება მცენარეთა ფესვებისათვის და ამ დროს ტენის შენარჩუნება ხდება ნიადაგში. ფრეზი აქუცმაცებს სარეველა მცენარეებს და ხელს უშლის მათ გაძლიერებას ბაზოწარმომქმნელი აგრეგატები სხვადასხვა ზომისაა, ამ აგრეგატების დანიშნულებაა ნიადაგის გაფხვიერებასთან ერთად წარმოქმნას ბაზო სხვადასხვა სიმაღლეზე.
ბაზოების წარმოქმნა ხელს უწყობს ჰაერაციის პირობებს, რადგან ამ დროს უფრო ადვილია ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება. ტენიან კლიმატურ პირობებში ბაძოები დრენაჟის საშუალებას გვაძლევს, მორწყვისას კი ირიგაციის საშუალებას. ბაძოები შეიძლება გამოყენებული იქნას პომიდვრის ჩითილების მოსაყვანად, ხოლო ძირითადად ბაძოებზე ირგვება ჩითილები. ბოსტნეულის პნევმატური სათესი მექანიზმი პომიდვრის კულტურისათვის გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პომიდორს ვთესავთ პირდაპირი თესვის წესით, რომელ წესითაც პრაქტიკაში პომიდორს იშვიათად თესავენ. სათესი აგრეგატის გამოყენება მიზანშეწონილია პომიდვრის დასათესად ბაძოებზე საჩითილედ. დათესვის შემდეგ შესაძლებელია საჩითილე გადავხუროთ პოლიეთილენის ფირით. პომიდვრის ჩითილების პირდაპირ ნიადაგზე მოყვანისას ან კასეტებში გამოყვანის შემთხვევაში ირგვება ჩითილის სარგავი მანქანით, ჩითილის სარგავი მანქანები სხვადასხვა სახისაა, იგი შეიძლება იყოს ერთმწკრივიანი, ორმწკრივიანი, ოთხმწკრივიანი და მრავალმწკრივიანი. არის ისეთი სახის ჩითილის სარგავი აგრეგატები რომლებიც ბაზოსაც წარმოქმნის, პოლიეთი- ლენის მულჩსაც აფარებს და სარწყავ მილებსაც განალაგებს ერთ ოპერაციაზე.
პესტიციდებისა და თხევადი სასუქების შემტანი აგრეგატები გამოიყენება ჰერბიციდების, ფუნგიციდების, ინსექტიციდების და ფოთლოვანი გამო- კვების სასუქების შესატანად როგორც ცალ-ცალკე აგრეთვე კომბინირებუ- ლად. მოდების განის და ავზის ტევადობის მიხედვით ეს აგრეგატები სხვა- დასხვა სახისაა. მოდების განის სიგრძის მიხედვით არის 15 -24 მეტრი მოდების განის მქონე პესტიციდების შემტანი აგრეგატები.
სათესლე მასალა, თესვის და დარგვის ნორმები, სათესლე მასალა უნდა იყოს სერთიფიცირებული. ყურადღება მიაქციეთ სათესლე მასალის ვარგისიანობის ვადას. სათესლე მასალა შენახული უნდა იყოს გრილ, მშრალ მწერების, მავნებლების და მზის სხივებისგან დაცულ სათავსოში. თესვის ნორმა ჩითილების გამოყვანის მეთოდით 0,4-0,5 კგ/ჰა ღია გრუნტში პირდაპირი თესვისას 2-3 კგ/ჰა დარგვის ნორმა 20-60 ათასი მცენარე ჰა-ზე დარგვის წესები: მწკრივული (60_70) x35; (60_70) x40 სმ; კვადრატულ ბუდობრივი 70×70; 60×60სმ.
თესლბრუნვა პომიდვრის მოყვანა ერთი და იგივე ფართობზე კარტოფილის, ბადრიჯნის, წიწაკის კულტურების მოყვანის შემდეგ შესაძლებელია 4-5 წლის გასვლის შემდეგ.
საუკეთესო წინამორბედია ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პარკოსნები თავთავიანები. მორწყვა: 1 ჰექტარზე 2000 -10000 მ³ წყალია საჭირო. იყენებენ წვეთოვანი წესებს ან მოღარვით; რწყვას. 5-7-ჯერ შეიძლება დაჭირდეს მორწყვა. ნიადაგში ზღვრული ტენტევადობა 75-85%.
ნატო კაკაბაძე,
ფრიდონ სანაია,
ირმა ირემაშვილი,
სმ სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცვენტრი