აგროსიახლეები

ჰიბრიდული სიმინდი

ჯვარედინა დამტვერვის შედეგად მიიღება  ჰიბრიდული სათესლე მასალა, რომლის თესვით ვიღებთ ჰიბრიდულ მცენარეს, რაშიც გაერთიანებულია „დედა” და „მამა” ხაზების (ჯიშების) საუკეთესო თვისებები. ჰიბრიდების გამოყვანისას სელექციონერები გულდასმით არჩევენ ისეთ „დედა” და „მამა” ხაზებს, რომელებიც გამოირჩევა საუკეთესო თვისებებით, გვალვაგამძლეობითუხვმოსავლიანობთ, დაავადებებისადმი კარგი ამტანიანობით, სახამებლის, ცილის, ცხიმებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობით და ა.შ.
სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჰიბრიდი, ჯიშთან შედარებით, ყოველთვის უკეთეს მოსავალს იძლევა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ფერმერები  სიმინდის ჯიშებს არ თესავენ. ჯიშებს ინახავენ და იყენებენ საცდელი მეურნეობები, სადაც მიმდინარეობს ახალი უფრო უხვმოსავლიანი ჰიბრიდების მიღების სასელექციო და საგამოცდო სამუშაოები.
ჰიბრიდული სიმინდის თესვა-მოყვანა მსოფლიოში  1926 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.
ჰიბრიდული სათესლე მასალის გაუმჯობესებით მსოფლიოში სიმინდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა ყოველწლიურად იზრდება.
სიმინდის მწარმოებელ წამყვან ქვეყნებში (აშშ, იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია და სხვა) სიმინდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა ჰექტარზე  8-10 ტონა მშრალ მარცვალს აღწევს.
ამიტომ  საჭიროა საქართველოშიც ჰიბრიდული სიმინდის ნათესი ფართობები გაიზარდოს, თუმცა,  ჩვენთან სიმინდს, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რადგან ქართული სამზარეულო უხვად იყენებს გემრიელი კერძების მოსამზადებლად, ადგილობრივი მრავალფეროვანი ჯიშები უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს კიდეც, ეს ჩვენი სიმდიდრეა და გაფრთხილება სჭირდება.
საფურაჟედ კი ჰიბრიდულ სიმინდს ალტერნატივა არც ჩვენთან აქვს, მისი წარმოება უნდა გაიზარდოს!

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“