აგრარული განათლებააგროსიახლეები

თანამგზავრი მცენარეები

შერეული ნათესების ტექნოლოგია გულისხმობს რამდენიმე ძირითადი კულტურის მოყვანას და იმავდროულად დამხმარე ანუ თანამგზავრი კულტურის ზრდას.
თანამგზავრი მცენარის ფუნქციაა, ძირითად კულტურას განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეუქმნას.

თანამგზავრ მცენარეებად ხშირად გამოიყენება სურნელოვანი მცენარეები, მწვანილი, ყვავილები ან სხვა საბოსტნე კულტურები. სურნელოვანი ბალახები, რომელთა ფოთლები დიდი რაოდენობის აქროლად ნივთიერებებს გამოყოფენ, ბევრი ბოსტნეული მცენარისათვის კარგი თანამგზავრები არიან.

ყველასათვის კარგად ნაცნობი ბაბუაწვერა დიდი რაოდენობით გამოყოფს ეთილენის აირს, რომელიც აჩქარებს ნაყოფის დამწიფებას. ამიტომაც მისი მეზობლობა კეთილისმყოფელია ვაშლისა და ბევრი ბოსტნეული კულტურისთვის . სურნელოვანი ბალახეულის უმრავლესობა – ლავანდი, სალბი, ოხრახუში, კამა, ქონდარი, სამკურნალო გვირილა, უსუპი, ბეგქონდარა, ჭყიმამხალი – კარგად მოქმედებს თითქმის ყველა ბოსტნეულ კულტურაზე.

ნაკვეთის პირას გაზრდილი ჭინჭრისდედა, კატაბალახა, ფასმანდუკი ბოსტნეულ მცენარეებს აძლიერებს

წყარო: ბიომეურნეობის საფუძვლები