ნახვა: 1,617
სითბური სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს პირუტყვის მდგომარეობაზე, ამიტომ ფერმერებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები მის შესამსუბუქებლად ფერმებში და გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები.
ამერიკელი სპეციალისტის ნაიჯელ კუკის განცხადებით, ძროხები განიცდიან სითბურ სტრესს უფრო და უფრო დაბალ ტემპერატურაზე, რაც „ქარის ჩრდილებთან” (ადგილები სადაც ჰაერი არ მოძრაობს) ერთად ქმნის გარემოს, სადაც ძროხა სითბური სტრესის მაღალი რისკის ქვეშ ექცევა.
კუკმა, უისკონსინის ვეტერინარიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედისონში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე ისაუბრა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ძროხა წვება, ახდენს სხეულის სიმხურვალის აკუმულირებას, დაახლოებით ერთი გრადუსი ერთ საათში, როცა ძროხა დგება, მისი სხეულის ტემპერატურა იწევს, ამიტომ ძროხები გრილდებიან, როცა დგანან, ხოლო ხურდებიან წოლისას“. ყველა იმ ფაქტორებს შორის რაზეც ვიასაუბრე – დასაწოლი ზედაპირის, სადგომის დიზაინის, არაფერს არა აქვს იმდენი ზეგავლენა ძროხაზე, რამდენადაც სითბურ სტრესს,” _ განაცხადა კუკმა.
მან ისაუბრა ახალი კვლევის შესახებ, რომელიც უისკონსინის ფერმებში ჩატარდა, სადაც „ტემპერატურა ტენიანობის ინდექსის” (THI) და წოლის ხანგრძლივობის ცვლილებას ადევნებდნენ თვალს. THI ექვსი დღის განმავლობაში 67-დან 79-მდე გაიზარდა. წოლის ხანგრძლივობა, რომელიც დღეში 10 საათიდან დაიწყო, ჩამოვიდა დღეში 6 საათამდე, დროის ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში.„სიცხე არის ძროხის მკვლელი”, განაცხადა კუკმა. „რამოდენიმე დღის განმავლობაში დღეში 4 საათი დასვენების დაკარგვა ძროხებისთვის სასჯელია”.
იმისათვის რომ გავუმკლავდეთ სიცხის აკუმულირებას, როცა ძროხა წევს და ხელი შევუწყოთ შენობაში სიცხის გადანაწილებას, კუკმა შემდეგი რეკომენდაციები გასცა:
- მოსასვენებელ სივრცეში ჰაერის სწრაფი მოძრაობის მაქსიმალურად გაზრდა.
- სიმხურვალის და ტენიანობის აღმოსაფხვრელად სადგომიდან ყოველ საათში საკმარისი ჰაერის გაცვლის უზრუნველყოფა.
- ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც ისევე კარგად მუშაობს ზაფხულში, როგორც _ ზამთარში.
წყარო: http://hoards.com
http://georgiandairy.org