აგროსიახლეები

აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა Agro Batumi 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-10 საერთაშორისო გამოფენა Agro Batumi 2022 გაიმართა.

აგრო ბათუმი 333333333333333333333

გამოფენას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თურექეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და ტყის რესურსების მინისტრის მოადგილე ებუბექირ გიზლიგიდერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Agro Batumi 2022 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

317084645_202949492121725_6193373027050378266_n

გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. აგრო გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდნენ 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.