აგროსიახლეები

ამერიკელმა მეცნიერებმა მთვარის ნიადაგზე მცენარის გაზარდა შეძლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა მთვარის ნიადაგზე,  რომლებიც დედამიწაზე პროგრამა Apoll-ს დროს ჩამოიტანეს, მცენარე გაზარდეს. 
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მცენარეები სხვა ციური სხეულების ნიადაგში გაიზარდა.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მთვარის გრუნტის 12 ნიმუში გამოიყენეს, რომლებიც Apollo 11, 12 და 17 მისიების დროს 1969-1972 წლებში შეგროვდა.

მეცნიერებს  მხოლოდ 12 გრამი (რამდენიმე ჩაის კოვზი) მთვარის ნიადაგი ჰქონდათ, მაგრამ მოახერხეს დედამიწაზე ფართოდ გავრცელებული  Arabidopsis thaliana-ს (თაგვის ხახვი, თაგვის ყური ან არაბიდოპსისი) თესლიდან მცენარის აღმოცენება და გაზრდა.

მთვარის გრუნტში აღმოცენებული მცენარეები გარკვეული თავისებურებები ხასიათდებოდა: დედამიწის  ანალოგთან შედარებით მთვარის ნიადაგის მცენარეები ერთმანეთისგან ზომითაც საკმაოდ განსხვავდებოდნენ, ჩვეულებრივ უფრო პატარებიც იყვნენ და ნელადაც იზრდებოდნენ.

ეს ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მთვარეზე ან სხვა კოსმოსური მისიების დროს სასურსათე კულტურების გაშენების, საკვების და ჟანგბადის მოსაპოვებლად.

კვლევა უკავშირდებოდა არტემიდას (Artemis) _ მთვარის შემსწავლელი ამერიკული პროგრამას, რომელიც ადამიანების მთვარეზე გაგზავნას და სახლების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

პროგრამის განხორციელბა, მართალია ჯერ-ჯერობით გადადებულია, მაგრამ მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მეცნიერები გარკვეულ პროგრესსაც აღწევენ.