აგროსიახლეები

აჭარაში პირველად მოძრავი მობილური ლაბორატორია ამოქმედდება

აჭარაში პირველად მოძრავი მობილური ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას. რის საშუალებითაც ფერმერები მოახდენენ ნიადაგის აგროქიმიურ ანალიზს და მანვნებელ დაავადებათა იდენტიფიცირებას.ახალი მოძრავი ლაბორატოორის მუშაობის პირობებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მინისტრი ტიტე აროშიძე დაესწრო.

მობილური ექსტენციის სერვისის განვითარების პირობებში მოძრავი ლაბორატორია მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს თითოეული ფერმერისათვის ექსტენციის სერვისების და ლაბორატორიული მომსახურების დროული და ეფექტური მიწოდების კუთხით.

ექსტენციის სერვისი იმოძრავებს მავნებელ-დაავადებების გავრცელების კერებში და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება საველე პირობებში ეფექტურად და დროის მოკლე მონაკვეთში.

შედეგად ამაღლდება აგრარული განათლების დონე და შესაძლებელი იქნება დაუზიანებელი, ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, რაც გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მისი წარმატებით რეალიზაციის და ფერმერთა შემოსავლების ზრდის საქმეში. ასევე გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები ჩატარების პროცესში.