პროგრამაში ჩართვის მსურველი ფერმერების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა“ პროგრამას წარმატებით ახორციელებს.
აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე, დირექტორის მოადგილე ლერი ტუნაძე, „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა“ პროგრამის ხელმძღვანელი ჯემალ შერვაშიძე და პროგრამაში ჩართული ვეტერინარი სპეციალისტი უჩა უმეთაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეცხოველეობაში ჩართულ ფერმერებს შეხვდნენ.
აჭარაში პროგრამის წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს მაღალპროდუქტიული და ჯიშიანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნამატის მიღებას.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების თანადაფინანსებას, რომელიც აგროსერვის ცენტრში ამოქმედდა მეცხოველეობაში ჩართული ფერმერებისა და სპეციალისტების ხელშეწყობის მიზნით.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკვეთრად არის გაზრდილი, როგორც პროგრამაში ჩართვის მსურველი ფერმერების რაოდენობა, ასევე პროგრამის შედეგობრივი მაჩვენებელი.