აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ატმის გასხვლა-ფორმირება და მოვლა

 სხვა ხილისგან განსხვავებით, ატამს ერთი თავისებურება ახასიათებს _ ნაყოფს მხოლოდ ორწლიანი ტოტები ისხამს, ამიტომ თუ კი ის წესების დაცვით არ გაისხლა, კარგად არ დაისხავს და ხარისხიან ნაყოფს არ მოგვცემს.

როგორ უნდა მოვუაროთ ატამს, რომ კარგი და ჯანსაღი მოსავალი მივიღოთ?

უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ატამს არ უყვარს ქარიანი ადგილები და უმჯობესია, დარგვის დროს ეს გავითვალისწინოთ.

ყველაზე გავრცელებული ატმის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭეა, რომელიც გაზაფხულზე ჩნდება და ფოთლის ცვენასაც კი იწვევს ხშირად. ამიტომ იგი უნდა შეიწამლოს ბორდოს ხსნარით მაშინ, როცა საფოთლე კვირტები  გაიღვიძებს. უფრო ადრე ან გვიან შეწამვლას კი ეფექტი არ აქვს. ვეგეტაციის დროს შესაძლებელია სხვა შახამქიმიკატების გამოყენებაც.

ხის ნაყოფით გადატვირთვაც არასწორი გასხვლის ან საერთოდ გაუსხვლელობის შედეგია.  6-9 წლის ასაკის ატამს საშუალოდ 7 დან 11 ათასამდე ნაყოფი უჩნდება და სწორი გასხვლით მათი რაოდენობა უნდა დარეგულირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფის დაკნინება, ზრდის შეფერხება და მცენარის გამოფიტვა მოხდება.

დარგვიდან პირველ რამდენიმე წელიწადში უნდა მოხდეს ატმის ვარჯის ფორმირება, რაც გულისხმობს ტოტების სიხშირეს და ისეთი ვარჯის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სინათლის მაქსიმალურ მიღებას, სიმაღლემ კი არ უნდა გადააჭარბოს 3,5 ან 4 მეტრს.

ატამი გაზაფხულზე უნდა გაისხლას, როცა კვირტები დაბერვას დაწყებენ და ახლოვდება ყვავილობის პერიოდი. პირველად ხმელ და გაფუჭებულ ტოტებს მოაცილებენ. აუცილებელია იმ ტოტების გასხვლაც, რომლებიც დაავადებულია ან ვარჯის შიგნით იზრდება და დაჩრდილვა უწყობს ხელს. საერთოდ მიღებულია რომ ატამი ზევიდან ქვევით გაისხლას.