ატმისა და გარგრის რეკომენდებული და პერსპექტიული ჯიშების მოკლე ბიოლოგიურსამეურნეო დახასიათება

ატმის ჯიშები

    საკონსერვო საადრეო გამოყვანილია ი. რიაბოვის მიერ ‘ყირიმში (ნიკიტის ბოტანიკური ბაღი) მამი როსისა და რედ ბერდ კლინგის ჰიბრიდიზაციით. ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობას იწყებს მე_3_4 წელს, მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად, იკრიფება ივლისის I დეკადაში (შიდა ქართლის პირობებში),  კარგად იტანს ტრანსპორტირებას, მოკრეფის შემდეგ ინახება 5_6 დღე, მგრძნობიარეა კლასტეროსპორიოზისა და ფოთლის სიხუჭუჭისადმი, ახასიათებს ნაყოფის ცვენა, გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე საკონსერვოდ. ნაყოფი საშუალო ან საშუალოზე მსხვილია. საშუალო მასა 120_140 გრამი.  ნაყოფი მრგვალია.  კანი ‘ყვითელი, 25_50% აქვს მიმზიდველი წითელი გვერდი, შებუსვა – ნაზი, ხავერდისებრი, რბილობი – თეთრი, წვნიანი, მომჟავო_მოტკბო მცირე არომატით, კურკა საშუალო ზომისაა, განიერ-ოვალური, რბილობს არ სცილდება.  როგორც ადრეული სიმწიფის ჯიში, იგი ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში.

ამსდენი  ამერიკული ჯიშია, შემთხვევითი თესლნერგია. ნაპოვნია ხჳხ საუკუნის 60_იან წლებში. ხე საშუალო ზრდისაა,  მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_3 წელს,  იკრიფება ივნისის შუა რიცხვებიდან, სუსტად იტანს ტრანსპორტირებას, მოკრეფის შემდეგ ინახება 5_6 დღე, ადვილად ზიანდება კლასტეროსპორიოზით, ახასიათებს არათანაბარი სიმწიფე და ნაყოფის ცვენა, გამოიყენება ძირითადად სასუფრედ. ნაყოფი საშუალო ზომისაა, საშუალო მასა 100-120გ, მრგვალია, მუცლის მხარეზე გამოკვეთილი ღარით. კანი – მოთეთრო_მომწვანო,  მზის მხარე დაფარულია მუქი და ღია წითელი გვერდით, შებუსვა უხვი, რბილობი – მომწვანო_მოთეთრო ფერის, რბილი და წვნიანი, მომჟავო_მოტკბო, კურკა საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის. ადრეული სიმწიფის ჯიშია. ფართოდ იყო გავრცელებული საკურორტო და საგარეუბნო ზონაში.

ოქროს იუბილე ამერიკული ჯიშია, გამოყვანილია XX საუკუნის 20_იან წლებში მ.ვაკეს მიერ ელბერტას და გრინსბოროს შეჯვარებით.  ხე საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_3 წელს, 6_7 წლიანი ხე 70 კგ_მდე მოსავალს იძლევა, იკრიფება ივლისის ბოლოს _ აგვისტოს პირველ დეკადაში, თბილისის საგარეუბნო ზონაში.  ტექნიკურ სიმწიფეში ინახება 5_6 დღე, ნაკლებტრანსპორტაბელურია, დაბალი აგროტექნიკის პირობებში მოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა, კარგი სასუფრე ჯიშია, ნაყოფი საშუალოზე მსხვილია, საშუალო მასა 130_140 გ. ოვალური ფორმის, ღარი მთელ სიგრძეზე გასდევს, კანი ოქროსფერია, 30_40% მუქი წითელი გვერდით, ინტენსიური შებუსვით.  სრულ სიმწიფეში კანი ადვილად სცილდება რბილობს, რბილობი ‘- ყვითელი, საშუალოდ წვნიანი, სასიამოვნო – კარგი გემური თვისებებით, კურკა ადვილად სცილდება რბილობს.  კურკა საშუალო ზომისაა, წვრილი წვეროთი. საქართველოს საშუალო_საადრეო სიმწიფის ‘ყვითელრბილობიან საპობ ატმებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

უსპეხი  გამოყვანილია ი. რიაბოვის მიერ ყირიმში (ნიკიტის ბოტანიკური ბაღი) ტურისტისა და არპის შეჯვარებით.  ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობას იწყებს მე_3_4 წელს, მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად, იკრიფება აგვისტოს დასაწყისში, კარგად იტანს ტრანსპორტირებას, მოკრეფის შემდეგ ინახება 6_8 დღე, სახრავი ჯიშია. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე საკონსერვოდ. ხე ივითარებს გადაშლილ ვარჯს.  ‘ყვავილი ზარისებრი ტიპის, ნაყოფი საშუალო ან საშუალოზე მსხვილი, საშუალო მასა 130 გ, ნაყოფი მრგვალია – მუცლის მხარეზე ღარით.  კანი ნარინჯისფერია, შებუსვა ნაზი და ხავერდისებრი, რბილობი – ყვითელი, ნაკლებწვნიანი, მკვრივი,  მომჟავო_მოტკბო სასიამოვნო არომატით, კურკა საშუალო ზომისაა, განიეროვალური, რბილობს არ სცილდება. უსპეხი ჲპერსპექტიული, ‘ყვითელნაყოფიანი ჯიშია.

კორონეტი  ამერიკული ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_3 წელს, უხვმოსავლიანია, იკრიფება ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში, გორის ზონაში, ტექნიკურ სიმწიფეში ინახება 5_6 დღე, ნაკლებტრანსპორტაბელურია, დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა, კარგი სასუფრე ჯიშია, ნაყოფი მსხვილია, საშუალო მასა 150_180 გრამი. მომრგვალო_ოვალური ფორმის, ღარი მთელ სიგრძეზე გასდევს, კანი ოქროსფერია, ზედაპირის  80_90% დაფარულია ინტენსიური მუქი წითელი გვერდით, შებუსულია. სრულ სიმწიფეში კანი ადვილად სცილდება რბილობს, რბილობი ‘ყვითელია, საშუალოდ წვნიანი, ძალიან სასიამოვნო – მაღალი გემური თვისებებით, კურკა ადვილად სცილდება რბილობს,  კურკა საშუალო ზომისაა, წაგრძელებული ფორმის. საქართველოში საშუალო_საადრეო სიმწიფის ყვითელრბილობიან საპობ ატმებს შორის ერთ_ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

    კრიმჩაკი ყირიმული ჯიშია, გამოყვანილია ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში ი. რიაბოვის მიერ ბელ ოვ ჯორჯიისა და რედ ბერდ კლინგის ჰიბრიდიზაციით, საქართველოში ინტროდუცირებულია 60_იანი წლებიდან.  ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3_4 წელს, მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად. ზრდასრული ხეებიდან იკრიფება 100-120 კგ_მდე ნაყოფი, იკრიფება აგვისტოს ^დეკადაში (გორის პირობებში), ინახება 6_8 დღე, კარგი ტრანსპორტაბელური ჯიშია, გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე საკონსერვო დანიშნულებით.  ნაყოფი მსხვილია _ 170_200 გ, განიეროვალური ფორმის, კანი დაფარულია საშუალო ხავერდისებრი შებუსვით, ძირითადი ფერი ღია ყვითელია, მზის მხარეზე ბორდოსფერი ლაქებით. ნაყოფს მეტად მიმზიდველი სასაქონლო სახე  აქვს, რბილობი ხრტილისებრია, თეთრი ფერის,  საშუალოდ წვნიანი, მომჟავო_მოტკბო გემოსი. კურკა საშუალო ზომისაა და რბილობს არ სცილდება.  იგი ერთ_ერთი წამყვანი, თეთრბილობიანი ატმის ჯიშია ჩვენს ქვეყანაში, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც კახეთში, ისე ქართლში.

   სტარკ რედ გოლდი ვაშლატამას (ნექტარინის) ჯიშია. გამოყვანილია კალიფორნიაში (აშშ) ფ. ანდერსონის მიერ.  ხე საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის მე_3_4 წელს, მაღალმოსავლიანი  ჯიშია, გორის პირობებში იკრიფება აგვისტოს ჳჳ დეკადაში, საშუალოდ ზიანდება ნაცრით და ძლიერად – ფოთლის სიხუჭუჭით. ადვილად ტრანპორტაბელურია, ნექტარინის ჯგუფის მაღალხარისხოვანი ჯიშია, ნაყოფი მსხვილია (ნექტარინის გრადაციით) 140_160 გ, მრგვალი ფორმის,  მუცლის ღარი კარგად არის  გამოკვეთილი, კანი სქელი, მკვრივი, შეუბუსავი, მბრწყინავი, რბილობს ძნელად სცილდება. ძირითადი შეფერვა ‘- ყვითელი. რბილობი ნაზი კონსისტენციის,  წვნიანი,  მაღალი გემური თვისებებით და სასიამოვნო არომატით. კურკა რბილობს სცილდება. პერსპექტიული ნექტარინის ჯიშია, ფართოდ ინერგება უკანასკნელ წლებში.

    ელბერტა – ამერიკული ჯიშია,  მიღებულია ჩაინეზ კლინგის კურკიდან XIX საუკუნის 80_იან წლებში.  ხე საშუალო ზრდისაა,  მსხმოიარობაში შედის მე_3 წელს, იკრიფება აგვისტოს დეკადაში, მოსავლიანობა მაღალი და რეგულარულია, ნაყოფი ნაკლებად ტრანსპორტაბელურია, მწიფდება არაერთდროულად, რის გამოც რამდენიმე ეტაპად იკრიფება. ახასიათებს ადრეული ‘ყვავილობა,  ამიტომ  ზოგჯერ  გაზაფხულის გვიანი წაყინვები აზიანებს. უნივერსალური დანიშნულების ჯიშია, ნაყოფი საშუალოზე მსხვილი ან მსხვილია, საშუალო მასაა 160_180 გ.  განიეროვალური ფორმის,  კანი საშუალოდ შებუსული, ‘ყვითელი ფერის.  მზის მხარეზე წითელი ფერის ლაქებით, რბილობი წვნიანი, ნაზი კონსისტენციის, მომჟავო_მოტკბო არომატული გემოსი,  ახასიათებს პიკანტური სიმწარე, კურკასთან შეფერილია წითლად, კურკა საშუალო სიდიდისაა,  რბილობს თავისუფლად სცილდება.  ერთ_ერთი მნიშვნელოვანი ყვითელრბილობიანი ატმის ჯიშია.  გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

 ხიდისთაური თეთრი – სინონიმი “რომანოვის”. ძველი ადგილობრივი ჯიშია. წარმოშობილი უნდა იყოს ატენის ხეობაში (გორის რაიონი). ხე საშუალო ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის მე_3_4 წელს, ახასიათებს საშუალოზე მაღალი მოსავლიანობა, იკრიფება სექტემბრის დეკადაში, მაღალტრანსპორტაბელური ჯიშია, დაავადებების მიმართ საშუალოდ მგრძნობიარეა, იტანს გვალვას, გამოიყენება როგორც სადესერტოდ, ისე საკომპოტედ. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა,  საშუალო ზომის,  საშუალო მასა 120_130 გ, კარგად ემჩნევა ღარი, კანი თეთრია – მზის მხარეზე მოწითალო-ვარდისფრადაა შეფერილი,  დაფარულია მოკლე ბუსუსით. რბილობი თეთრი, კურკასთან შეფერილია წითლად,  მკვრივი კონსისტენციის და საკმაოდ წვნიანი, გამოირჩევა არომატით და სასიამოვნო გემოთი, კურკა რბილობს არ სცილდება. დარაიონებულია, მაგრამ იშვიათად გვხვდება, ისიც მხოლოდ ძველ ბაღებში.     ქართული საპობი და სახრავი ატამი. მამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია ადგილობრივ ჯიშთა ჯგუფი, რომელიც შედგება თესლნერგების პოპულაციისაგან, სინონიმი –  “მაჟალო_ატამი”, “ვენახის ატამი”.  ხე საშუალო ან ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის მე_3_4 წელს. საშუალო მოსავლიანი ჯიშია. საპობი და სახრავი თესლნერგების ძირითადი ჯგუფის სიმწიფის პერიოდი გრძელდება აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. გარემო პირობებს დიდ მოთხოვნებს არ უყენებს, „ქართული საპობი ატმისაგან“ მზადდება საუკეთესო ჩირი, ხოლო არომატული „ართული სახრავი“ ყვითელრბილობიანი ატმები გამოიყენება სამურაბედ. ამ ატმების კურკას სანერგეები იყენებენ საძირეების მისაღებად. ხე ივითარებს გადაშლილ ბურთისებრ ვარჯს,  ნაყოფი წვრილი აქვს, საშუალო მასა 40_70 გ, თუმცა გვხვდება მეტად მსხვილნაყოფა გენოტიპებიც. მომრგვალო ან ოვალური ფორმის, კანი ძლიერ შებუსული, მომწვანო_მოყვითალო ან ‘ყვითელი შეფერვით, რბილობი კრემისფერია ან ყვითელი ფერის, მკვრივი, სრულ სიმწიფეში რბილდება, ახასიათებს დამახასიათებელი ძლიერი ატმისებრი არომატი და სასიამოვნო ორიგინალური გემო. საქართველოს ‘ყველა კუთხეში ძირითადად საპობი ფორმებია გავრცელებული, შედარებით შეზღუდული რაოდენობით გვხვდება სახრავი ფორმები.

გარგრის ჯიშები   

ალიპრიალა ქართული ადგილობრივი ჯიშია. გამოავლინა შ. ნასყიდაშვილმა XX საუკუნის 40_იან წლებში. ხე ძლიერი ზრდისაა, ყვავილობს საშუალო ვადებში (შალახზე გვიან), მსხმოიარობაში შედის მე_4_5 წლიდან. ახასიათებს საშუალო და რეგულარული მოსავლიანობა. იკრიფება ივლისის ^ დეკადაში (ქართლის პირობებში), ინახება 6_8 დღე, ნაკლებად ზიანდება დაავადებებით. ნაყოფი საშუალოზე მსხვილია, მასა 65_70 გ. მოგრძო ფორმისაა,  შებრტყელებულგვერდებიანი, ნაყოფის კანი მკვრივია, სუსტად შებუსული.  კანის ძირითადი ფერი მოვარდისფრო_ყვითელია, ცალი მხარე წითელ_ალისფრადაა შეფერილი. რბილობი ნარინჯისფერია, რბილი, წვნიანი – სიტკბო და მჟავიანობა კარგად არის გამოხატული, გადამწიფებისას ფხვიერდება. კურკა ადვილად სცილდება. კურკა დიდი და ბრტყელია, გავრცელებულია ქართლის სამრეწველო ხეხილის ნარგაობებში.

 შალახი ძველი სომხური ჯიშია, სინონიმი _ერევანი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მნიშვნელოვანი ჯიშია.  ხე ძლიერი ზრდისაა, ‘ყვავილობს ადრეულ ვადებში, რის გამოც, ხშირად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებისგან, მსხმოიარობაში შედის მე_3_4 წელს, ახასიათებს მაღალი მოსავლიანობა, ნაყოფი იკრიფება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. საშუალოდ ტრასპორტაბელურია, ზოგჯერ ზიანდება აპოპლექსიით (ხმობა). ნაყოფი მსხვილია (70_85) გ, ელიფსური ფორმის, ღია ‘ყვითელი-თეთრი  ფერის.  მზის მხარეზე ოდნავ გადაჰკრავს ნაზი ვარდისფერი. მიმზიდველი სასაქონლო სახით გამოირჩევა, რბილობი ღია ‘ყვითელია, საშუალო სიმკვრივის, წვნიანი-მოტკბო გემოთი, კურკა თავისუფალია. მცირე ზომის და ლანცეტისებრი ფორმის, შალახი გარგრის წამყვანი ჯიშია, ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში.

ზვიად ბობოქაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი