მედიასტატიები

CAMILLE BLOCH – შვეიცარული შოკოლადი ქართული თხილით

საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით უფრო და უფრო მომხიბვლელი ქვეყანა ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის. ამის ნათელი მაგალითია 2019 წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შოკოლადის მწარმოებელი ფირმა Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის დანიელ ბლოხის და საქართველოს მაშნდელი პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა კამილე ბლოხის გეგმები იყო, რომლებიც ლაგოდეხში 651 ჰექტარ მიწაზე თხილის პლანტაციის გაშენებას და ორმოცამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობდა. შევიცარიელ მწარმოებლს სურს ქართულ მხარესთან თანამშრომლობით გრძელვადიანად მაღალხარისხიან ნედლეულზე წვდომის უზრუნველყოფა.
ფირმის პორტრეტი

ვინ დგას ფირმა Camille Bloch-ის უკან? Camille Bloch-ი არის შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი ფირმა ბერნის კანტონ იურაში. საწარმო ყოველწლიურად 3.700 ტონა სხვადასხვა სახეობის შოკოლადს აწარმოებს და მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 60 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. წარმოების 20% ექსპორტზე გადის. ფირმაში დაახლოებით 180-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს ოთხმოცდაათწლიანი ისტორის მქონე ოჯახური საწარმო დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამსაქმებელია მთელს რეგიონში.

Camille Bloch-ის ყველაზე ცნობილი პროდუქტს 1942 წელს შექმინილი შოკოლადი Ragusa წარმოადგენს. პროდუქტი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს მაშინ, როდესაც საზღვაო ბლოკადის გამო ნედლეულის, მაგ. კაკაოს მოპოვება ჭირდა. Camille Bloch – ის დამფუძნებელმა პრობლემა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. გაჩნდა იდეა, რომ შოკოლადი დაფქული და მთლიანი თხილის შიგთავსით ჩაენაცვლებინათ. შოკოლადი და შიგთავსი ფენა-ფენა, ბრტყელ ფორმებად ჩამოასხეს და 50 გრ. შოკოლადის ბატონებად დაჭრეს. ასე წარმოიშვა ტიპური რაგუზას ფორმა. რაგუზა დღესაც ამ რეცეპტით იწარმოება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა მოხმარების ჩვევები, გაიზარდა მობილურობა. უფრო და უფრო მეტ ადამიანს სჭირდებოდა გზაში წახემსება. ამით რაგუზა მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა შოკოლადის ბატონისთვის ტენდენციის განმსაზღვრელი.

Camille Bloch – ი დღესაც თავისი მაღალი ხარისხის ნიშური პროდუქტებით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს შვეიცარიული შოკოლადის ძალზედ გაჯერებულ ბაზარზე. შოკოლადების გარდა იმ ცნობილი სახეობებისა, როგორიცაა რაგუზა და ტორნინო, Camille Bloch – ის ასორტიმენტში კიდევ არაერთი ექსკლუზიური ლიქიორიანი შოკოლადი შედის.

Camille Bloch – ი ფეხს უწყობს ჯანსაღი კვების ტენდენციას და უფრო და უფრო მეტ პროდუქტს აწარმოებს ნაკლები შაქრით და თხილით. გარდა ამისა, მომხმარებელს უკვე არსებული პროდუქტების მცირე ზომის პორციებსაც სთავაზობს.

Camille Bloch – ის საბაზრო წილი დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ბრენდების ასოციაციის თანახმად, 2019 წელს რაგუზამ შვეიცარიის ყველაზე დინამიურ და სანდო ბრენდებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

წყარო: bpngeorgia.ge