აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TV

პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ბროკოლის ჩითილების ღია გრუნტში გადარგვა

 ჩითილების გადარგვამდე რეკომენდებულია სტრესისათვის მომზადება, რაც ღია გრუნტში ჩითილების გადატანისას ხდება. ამ მიზნით, გადარგვამდე ბოსტნეულის მოყვანის სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა 5-10 დღით ადრე ჩითილი სანერგიდან მზეზე უნდა გამოვიტანოთ და ეტაპობრივად შევუმციროთ სასუქის და წყლის მიცემა.
საჩითილე კვლები დარგვამდე კარგად უნდა მომზადდეს და მოირწყას. უნდა გადაირგოს მხოლოდ ჯანმრთელი (პათოგენებისა და დაავადებებისგან თავისუფალი) ჩითილი, 4-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. გადარგვამდე მოვრწყათ საჩითილე კასეტებში. სტრესის შესამცირებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი სუფრის კოვზი კალციუმის ნიტრატი 10 ლიტრ წყალზე.

საჩითილე კასეტებიდან ამოღებისას, არ დავაზიანოთ ჩითილის ფესვები. ჩავრგოთ მცირე ორმოებში და გარშემო ნიადაგი ფრთხილად შემოვუტკეპნოთ. ნიადაგით უნდა დაიფაროს მხოლოდ ფესვების ზონა და არა ჩითილის ღეროს ნაწილი. ჩითილების გადარგვის საუკეთესო დროა დილის ან საღამოს საათები.

ბოსტნეული კულტურების დგომის სიხშირე/რაოდენობა ჰექტარზე რიგთაშორისი და რიგებში
მანძილის გათვალისწინებით

ცხრილი ცხრილი

პომიდვრის ჩითილის გადარგვა

პომიდვრის ჩითილი არ უნდა გადავრგოთ, სანამ ნიადაგის ტემპერატურა 7.5 სმ სიღრმეზე 15.5ºC არ მიაღწევს. ირგვება ერთ ან ორ რიგად, შემაღლებულ კვლებზე, სადაც მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და შავი ან წითელი ცელოფნის მულჩი. რიგში მცენარეებს შორის 45-75 სმ და რიგებს შორის 1.5-2.0 მ-ის დაშორება უნდა იყოს. შესაბამისად, მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე 22-დან 30 ათასამდე მერყეობს. საადრეო ჯიშები, შესაძლოა, უფრო მჭიდროდ დავრგოთ – 40-60 ათასი ჰექტარზე.

წიწაკის ჩითილის გადარგვა

წიწაკა, როგორც პომიდორი, არ უნდა გადავრგოთ, ვიდრე ნიადაგის ტემპერატურა 7.5 სმ სიღრმეზე 15.6ºC-ს არ მიაღწევს. იგი კარგად იზრდება ამაღლებულ კვლებზე, სადაც შავი ან ვერცხლისფერი მულჩია გადაკრული. კვალზე ეწყობა წიწაკის ორი რიგი. მცენარეებს შორის რიგში დაშორება 35-45 სმ-ია, ხოლო რიგებს შორის – 1.5-2.0 მეტრი. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე 22-დან 38 ათასამდე მერყეობს.

კომბოსტოს ჩითილის გადარგვა

კომბოსტო ცივი სეზონის ბოსტნეულია, მისი გადარგვა შესაძლებელია როგორც ადრე გაზაფხულზე (საზაფხულო მოსავლის მისაღებად), ასევე ზაფხულში. მცენარეთა შორის დაშორება დამოკიდებულია კომბოსტოს ჯიშზე (თავის ზომაზე). რიგთა შორის დაშორება რეკომენდებულია 0.3 – 0.5 მეტრი, თუ თავის ზომა არის 1.0-1,5 კგ. ხოლო 0.5-0.9 მეტრი – თუ თავის ზომა 3 კგ-ია. შესაბამისად, მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე 30 – 40 ათასის ფარგლებშია. თუ უფრო დიდი ზომის თავების წარმოებას ვფიქრობთ, მაშინ უნდა გავზარდოთ მანძილი მცენარეთა შორის და შევამციროთ ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა. ზოგიერთი ფერმერი კომბოსტოს პირდაპირ ღია გრუნტში თესავს. ასეთ შემთხვევაში ნიადაგის ტემპერატურა 4.4ºC-ზე მაღალი უნდა იყოს. 1 ჰექტარზე საჭიროა 3 კილოგრამი თესლი.

ბროკოლის ჩითილის გადარგვა

ბროკოლის ნარგავების სიმჭიდროვემ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს როგორც მოსავლის რაოდენობაზე, ისე მცენარის თავის ზომაზე. ტიპური დარგვის სქემა ბროკოლისათვის (ცელოფნის მოწყობილ მულჩზე) კვალზე ორ რიგიანი ჭადრაკული განლაგებაა, მცენარეთა შორის რიგში 55-60 სმ-ის დაშორებით. ერთი რიგის შემთხვევაში მცენარეთა შორის დაშორება 15-20 სმ-ია. რიგთა შორის – 1.5-1.75 მ.

აღნიშნული სქემების მიხედვით განაშენიანებისას, ერთ ჰა-ზე ბროკოლის ნერგების რაოდენობა 20-45 ათასია. საქართველოში შესაძლებელია, როგორც საადრეო (აპრილი-ივნისი), ასევე საგვიანო (აგვისტო-ნოემბერი) ბროკოლის წარმოება. ზაფხულის თვეებში ამ კულტურის მოყვანა ასევე შესაძლებელია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.