დეპრესია ძაღლებში
დეპრესია ძაღლებში უფრო რთული შესამჩნევია, ვიდრე ადამიანებში. ჩვენ ოთხფეხას მეგობრებს არ შეუძლიათ თავიანთი შინაგანი განწყობის/ დარდების სიტყვებით გამოხატვა, ამიტომ საჭიროა პატრონმა ძაღლს ყურადღება მიაქციოს და გაუფრთხილსეს მას.
ძაღლებში დეპრესია მისი ყოველდღიური ქცევის დარღვევით გამოიხატება, არ აქვთ თამაშის ხალისი, მადა მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვთ, ხშირად მოწყენილები არიან, სევდიანი მზერა აქვთ და თითქმის არ რეაგირებენ პატრონის დაძახებაზე.
რათქმაუნდა ამ სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ძაღლს აუცილებლად დეპრესია აქვთ, მაგრამ ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ძაღლი დეპრესიაშია.
არსებობს უამრავი მიზეზი რომელიც ძაღლებში დეპრესიას იწვევს. დეპრესიის ყველაზე ხშირი შემთხვევა ბებერ ძაღლებშია, რადგან ასაკში შესვლისას მათთვის რთულია მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეინარჩონ. მცირე ნაბიჯის გადადგმაც კი ბებერი ძაღლებისთვის დამღლელია და მტკივნეულია.
თუ ახალგაზრდა ძაღლი დეპრესიაში, უმეტესს შემთხვევაში ამის მიზეზი წინარე მოვლენებია. მაგალითად: ეზოში, სახლში მეორე ძაღლის ყოლა, პატრონის შეცვლა, სიკვდილი, ან ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანა.
ძაღლს შეიძლება დეპრესია ასევე დაემართოს თუ ის დასტრესილ მდგომარეობაშია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი უძილობა, ერთი მეპატრონიდან მეორესთან გადასვლა. მუდმივი საფრთხის შემცველი სიტუაციაში ყოფნა, სულიერი ტრავმები და გადაღლა.
იმისთვის რომ ძაღლის დეპრესიას ვუმკურნალოთ, ამისთვის საჭიროა, ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზი.
მეპატრონემ ძაღლი უნდა მიიყვანოს ვეტერინართან და ვეტერინარი ანამნეზის აღების შემდეგ, აღმოაჩენს მიზეზს და ძაღლს დაუნიშნავს მკურნალობას.
დეპრესია ძაღლებში უფრო რთული შესამჩნევია, ვიდრე ადამიანებში. ჩვენ ოთხფეხას მეგობრებს არ შეუძლიათ თავიანთი შინაგანი განწყობის/ დარდების სიტყვებით გამოხატვა, ამიტომ საჭიროა პატრონმა ძაღლს ყურადღება მიაქციოს და გაუფრთხილსეს მას.
ძაღლებში დეპრესია მისი ყოველდღიური ქცევის დარღვევით გამოიხატება, არ აქვთ თამაშის ხალისი და მადა მნიშვნელოვნად აქვს დაქვეითებული. ხშირად აქვთ მოწყენილი, სევდიანი მზერა და თითქმის არ რეაგირებენ პატრონის დაძახებაზე.
რათქმაუნდა ამ სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ძაღლს აუცილებლად დეპრესია აქვთ, მაგრამ ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ძაღლი დეპრესიაშია.
არსებობს უამრავი მიზეზი რომელიც ძაღლებში დეპრესიას იწვევს. დეპრესიის ყველაზე ხშირი შემთხვევა ბებერ ძაღლებშია, რადგან ასაკში შესვლისას მათთვის რთულია მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეინარჩონ. მცირე ნაბიჯის გადადგმაც კი ბებერი ძაღლებისთვის დამღლელია და მტკივნეულია.
თუ ახალგაზრდა ძაღლი დეპრესიაში, უმეტესს შემთხვევაში ამის მიზეზი წინარე მოვლენებია. მაგალითად: ეზოში, სახლში მეორე ძაღლის ყოლა, პატრონის შეცვლა, სიკვდილი, ან ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანა.
ძაღლს შეიძლება დეპრესია ასევე დაემართოს თუ ის დასტრესილ მდგომარეობაშია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი უძილობა, ერთი მეპატრონიდან მეორესთან გადასვლა. მუდმივი საფრთხის შემცველი სიტუაციაში ყოფნა, სულიერი ტრავმები და გადაღლა.
იმისთვის რომ ძაღლის დეპრესიას ვუმკურნალოთ, ამისთვის საჭიროა, ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზი.
მეპატრონემ ძაღლი უნდა მიიყვანოს ვეტერინართან და ვეტერინარი ანამნეზის აღების შემდეგ, აღმოაჩენს მიზეზს და ძაღლს დაუნიშნავს მკურნალობას.
მოამზადა გიორგი ვარამაშვილმა