აგროსიახლეებიმე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

გემრიელი პომიდორი მინდია მასწავლებლის ბაღჩიდან

ჩემი ახალი წამოწყების შესახებ მინდა გიამბოთ. გაგიკვირდებათ. 
მე მასწავლებელი ვარ, მასწავლებლის არდადეგები სამ თვემდე გრძელდება. სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე დამემსხვრია მითი, იმის შესახებ, რომ სოფლად მოსავლის მიღება ძალიან ძნელია და ცუდ შემთხვევაში შეუძლებელი.

მინდია მ ასწავლებელი 22222222222222

სოფელში მოსახლეობას იმედი ჰქონდა გადაწურული, ამბობდნენ: „ამ სოფელში ( მაღალმთიანი აჭარა) აღარაფერი მოდის, შეიცვალა კლიმატი, გარემო ფაქტორები ცუდ ზეგავლენას ახდენს მოსავალზე“. წარმოუდგენლად მიაჩნდათ ბოსტნეული კულტურის ისე მოყვანა, რომ შეეძლოთ შემოსავლის წყაროდ ექციათ. ასევე წარმოუდგენლად მიჩნდათ მითუმეტეს მე, რომელიც დიდი ხანია სხვა მიმართლებით ვმუშაობ, რაიმეს შევძლებდი სოფლის მეურნეობაში.

პომიდვრის მოყვანა დავისახე მიზნად. ინტერნეტში მოვიძიე საუკეთესო ჯიშები, რომელიც ჩვენს კლიმატურ პირობებს გაუძლებდა და აღმოვაჩინე სახელად „manusa F1“, რომელიც ჰოლანდიური წარმოებისაა და საოცარი გემოვნებური თვისებებითაც გამოირჩევა. გადავწყვიტე 400 კვ/მ გამეშენებინა 700 ძირი პომიდორი, რომელსაც მხოლოდ მე დავამუშავებდი. გამოვიყენე წვეთოვანი სისტემა, რამაც გამიადვილა საქმე.

შედეგმა მოლოდის გადააჭარბა.

მინდიას პომიდორი

ჩემს ბაღს სტუმრობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე. საინტერესო იყო მასთან საუბარი, გამოცდილების გაზიარებდა და სამომავლო გეგმების დასახვა, რომელიც სასათბურე მეურნეობას უკავშირდება.

ასე, რომ, ჩემო მეგობრებო, თუ გემრიელი პომიდორი შეიძინეთ ქალაქის ფარგლებში, ის შესაძლებელია, მინდია მასწავლებლის ბაღში იყოს დაკრეფილი.

მინდია ფუტკარაძე