აგროსიახლეები

იაპონური კორპორაცია კუბოტა მსოფლიოში პირველ წყალბადის ტრაქტორს წარადგენს

იაპონური საინჟინრო კორპორაცია კუბოტა წყალბადის საწვავზე მომუშავე ტრაქტორების წარმოებას დაიწყებს.
გეგმის მიხედვით, წყალბადზე მომუშავე პირველ ტრაქტორებს კორპორაცია მომხმარებელს, ბაზარს  წლის ბოლომდე გააცნობს.

როგორც გაზეთი Nikkei წერს, პირველ ეტაპზე იგეგმება 50-დან 100 ცხენის ძალამდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო მანქანების წარმოება, რომლებიც შიგაწვის თუ ელქტროძრვიანი ანალოგების მსგავსად (უფრო იაფად და ეფექტიანადაც) მოემსახურება ფერმერებს მათთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებაში.

გაზეთის ცნობით, ტრაქტორები აღჭურვილი იქნება საწვავის ბატარეებით, რომლებიც ელექტროენერგიას ჰაერიდან მიღებული ჟანგბადთან წყალბადის შერევით მიღებული რეაქციის შედეგად გამოიმუშავებს.

წყალბადზე მომუშავე ასეთი მანქანების შექმნის პროგრამა ევროკავშირის, აშშ-სა და კანადის იმ გეგმების შესაბამისად არის შემუშავებული და ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროში გამოყენებული ტექნოლოგიებიდან ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე კი ამ ემისიის 30 % მოდის) თანდათან შემცირებას.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, წყალბადის საწვავზე მომუშავე ტრაქტორი უფრო მოსახერხებელი იქნება სამუშაოდ, ვიდრე ელექტრო, რომელსაც ძალიან დიდი სწრაფადდასამუხტი ბატარეები სჭირდება.

ინვორმაცია მომზადდა უცხოური პრესის მასალების მიხედვით