აგროსიახლეები

 ჯანსაღი პროდუქტები უშუალოდ მწარმოებლებისგან

2022 წლის 13-14 მაისს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, გუდვილის, „საერთაშორისო კულტურის სივრცის“, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით,  პროექტ GRETA-ს ფარგლებში ქართული ჩაის გამოფენა გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო: კოოპერატივი „ საკურწე”, ასოციაცია „კავკასნათი“ , „მთის ნობათი“, „კონა” , „კავკასიური” , შოთა კოპალიანი, კობა შეყილაძე.

ჩაი ჩაი ჩაი ლკაჯდლფჯასდჯფ

მყიდველს შეეძლო უნიკალური ქართული მთის მწვანე, შავი თუ თეთრი ჩაის დაგემოვნება. აქვე იყო წარმოდგენილი ლეჩხუმში ალპურ ზონაში დამზადებული დეკას ჩაი, ასევე ცაცხვის, ჭინჭრის, თუთის ფოთლის და სხვა მცენარეების ჩაი.

ჩაი ლჯლჯლჯლჯჯჯ

გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებელს შეეძლო სოფიო გეგუჩაძის საოცარი ჩურჩხელების და ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა ხილის უნიკალური გემოსა და არომატის მქონე ჩირის დაგემოვნება-შეძენა .

გუდვილის სივრცეში ელკანას ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა პერიოდულად იმართება, რაც მომხმარებელს კარგ საშუალებას აძლევს ჯანსაღი პროდუქტი უშუალოდ მწარმოებლებისგან შეიძინოს.