კახეთში რთველი დაიწყო
დღევანდელი მონაცემებით, კახეთში 3,5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი _ 1,2 ათასი ტონა რქაწითელი, _ 900 ტონამდე საფერავი _ 300 ტონამდე კახური მწვანე და სხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში მომავალი კვირიდან შევა. წლეულს რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა.
სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური ურთიერთობის მიზნით შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501 შეუძლიათ.