აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

კალმით მყნობის წესები

კალმით მყნობის წესები ტექნიკური სიძნელეების და სხვა ნაკლოვანი მხარეების გამო გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

მაგალითად, გადაზრდილი საძირეების დასამყნობად, არასასურველი ჯიშების შესაცვლელად და სხვ. კალმით მყნობის მრავალ წესს შორის მეხილეობაში გამოიყენება: კოპულირება (ჩვეულებრივი და გაუმჯობესებული); კანქვეშ მყნობა; გაპობით მყნობა; მყნობა გვერდით განაჭერში; ხიდით მყნობა. კალმით მყნობის წარმატება დამოკიდებულია კალმის ბოლოზე სწორად გაკეთებულ ირიბ ჭრილზე. ჭრილის სიგრძე სამჯერ მეტი მაინც უნდა იყოს კალმის დიამეტრზე. ჭრილის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და სუფთა. კალამზე, ჭრილის საწინაამღდეგო მხარეს უნდა იყოს კვირტი. კალმი უნდა იყოს 7-8სმ სიგრძის, 2-3 კვირტით.

კოპულირება

ჩვეულებრივი კოპულირება იშვიათად გამოიყენება. გაუმჯობესებულ, ანუ ენაკებით კოპულირებას მიმართავენ ზამთრის მყნობის დროს. ამისათვის საძირესა და სანამყენეს ალმაცერად ჭრიან, გადანაჭერზე უკეთებენ ენაკებს და აერთებენ ერთმანეთთან ისე, რომ საძირისა და სანამყენეს კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს დაემთხვეს მყნობისთვის აუცილებელია, რომ საძირე და სანამყენე ერთნაირი სისქის იყოს.

მყნობა 333333333333333333

სურ. 1. კოპულირება ჩვეულებრივი:1-2 _ საძირესა და სანამყენეს ალმაცერად გადაჭრა, 3-4_ ერთმანეთთან
შეერთება, 3 _ შეხვევა

მყნობა 2222222222222222222

კოპულირება გაუმჯობესებული
1 _ საძირესა და სანამყენეს გადაჭრა;
2_ ერთმანეთთან შეერთება; 3 _ ენაკების გაკეტება; 4_ შეერთება; 5 _შეხვევა

კანქვეშ მყნობა

 მყნობის ეს წესი სწრაფი, მარტივი და ადვილად შესასრულებელია. სწორად გამოყენების შემთხვევაში, იძლევა გახარების მაღალ პროცენტს. მისი გამოყენება შეიძლება 2,5-30 სმ და მეტი დიამეტრის მქონე ტოტების გადასამყნობად. მყნობა შეიძლება ჩავატაროთ მაშინ, როდესაც მცენარეში წვენთა ძლიერი მოძრაობა იწყება, რადგან იგი აადვილებს კანის აცლას. მყნობისათვის საძირეს სწორად გაჭრიან, ჩასერავენ სიგრძეზე და მერქანს კანს ფრთხილად აცილებენ. შემდეგ კალამს ირიბად წაუთლიან ქვედა ნაწილს და ჩასვამენ კანის ქვეშ, ჭრილობას წაუსმევენ ბაღის მალამოს და მჭიდროდ ახვევენ.

კანქვეშ მყნობა

1 -2 _ საძირის და სანამყენის მომზადება, 3-4 _ კალმის
ჩასმა; 5_შეხვევა

გაპობით მყნობა

 მყნობის ყველაზე ძველი წესია, განსაკუთრებით გამოიყენება დიდი ხეების დასამყნობად. მისი გამოყენება უკეთესია ისეთ მცენარეებზე, რომლებსაც ახასიათებთ მერქნის სწორფენოვანი წყობა. ამ დროს მიიღება სწორი ნახლეჩი. მყნობა შეიძლება ჩატარდეს მცენარის მოსვენების პერიოდში. უკეთესი შედეგები მიიღება ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვის დროს.

მყნობის ჩასატარებლად საძირეს გადაჭრიან, გადანაჭერს მოასუფთავებენ ბასრი დანით და გააპობენ ცენტრზე. შემდეგ კალმის ბოლო ნაწილს 3-4 სმ სიგრძეზე ჩაჭრიან სოლივით და ჩასვამენ განაპობში ისე, რომ კალმის და საძირის კანი და კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს დაემთხვეს. თუ საძირე სქელია, მოპირდაპირე მხარეს შეიძლება ჩაისვას მეორე კალამი. მყნობის დამთავრებისთანავე გადანაჭერი უნდა დაიფაროს ბაღის მალამოთი და მჭიდროდ შეიხვეს.

გაპობით მყნობა

მყნობა გვერდით განაჭერში

მყნობისთვის საძირეზე აკეთებენ ირიბ ჩანაჭერს 20-300C კუთხით. სანამყენე უნდა იყოს 7-8 სმ სიგრძის და ჰქონდეს ორი-სამი კვირტი. სანამყენეს ქვედა ბოლოზე აკეთებენ 2,5 სმ სიგრძის სოლს, რომლის ორივე მხარე, უნდა ჩაიჭრას (დანის ერთი მოსმით). კალმის ჭრილობაში, სწორად ჩასმის შემთხვევაში, საძირე და სანამყენე ისე მჭიდროდ ერთდებიან, რომ შეხვევა შეიძლება აღარც დაჭირდეს, მაგრამ ბაღის მალამოთი დაფარვა აუცილებელია.

მყნობა 444444444444444444444

1_საძირის და სანამყენის მომზადება;2_
კალმის ჩასმა; 3_შეხვევა

ხიდით მყნობა

 მცენარის შტამბის და დედატოტების დაზიანებული ადგილების აღდგენის მიზნით მიმართავენ ხიდით მყნობას, რომელიც სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით დაზიანებული ადგილის ქვემოთ და ზემოთ კანს სერავენ, აჭრიან შესაფერისი სიგრძის კალამს, ცერად წაუთლიან თავსა და ბოლოს, ჩასვამენ გაკეთებულ ჭრილობაში, დაზიანებულ ადგილს გაასუფთავებენ, დაფარავენ ბაღის მალამოთი და მჭიდროდ შეახვევენ. შეხორცების შემდეგ წვენთა მოძრაობა აღდგენილი იქნება დამყნობილი კალმებით.

მყნობა 55555555555555

1-2_ კანის გასერვა, 3.კალმის დამზადება; 4_ჩასმა:
5-6 _რამდენიმე კალმის ჩასმა

მიახლოებით მყნობა

 მყნობის დროს სამყნობი კომპონენტები ერთმანეთს უერთდებიან დედამცენარისგან მოცილების გარეშე. ერთ-ერთი კომპონენტის (სანამყენეს) დედამცენარისგან მოცილება შეიძლება მხოლოდ სრული შეხორცების შემდეგ. ეს წესი, ძირითადად, გამოიყენება ძნელად შემხორცებელი მცენარეების სამყნობად.

სამყნობ მცენარეებს ზრდიან ერთმანეთის გვერდით ქოთნებში, ან სხვა ჭურჭელში. საძირესა და სანამყენეს გვერდებზე ერთ სიმაღლეზე უკეთდებათ ანათალები, ამ ადგილებს აერთებენ ერთმანეთთან და მჭიდროდ ახვევენ. შეხორცების შემდეგ, საძირეს გადაჭრიან შეხორცებული ადგილის ზევით, სანამყენეს კი შეხორცებული ადგილის ქვევით.

გვერდით მყნობა

1_ ანათალების გაკეთება; 2_ შეერთება
და შეხვევა; 3_ გადაჭრა.

 ორმაგ მყნობას შუალედური ფარით. მიმართავენ საძირისა და სანამყენის შეუთავსებლობის თავიდან აცილების მიზნით. საძირეზე კეთდება T-ს მაგვარი ჭრილი, სადაც ჯერ ჩასვამენ საძირესთან თავსებადი ჯიშის უკვირტო ფარს (ფარის ზედა, გარეთა მხარე უნდა იყოს ოდნავ გადათლილი), შემდეგ კი სასურველი ჯიშის კვირტიან ფარს. ასეთი წესით მყნობის დროს, ნამყენის გამოყვანის ხანგრძლივობა არ გრძელდება. მყნობა ტარდება კვირტით მყნობის ვადებში.

წყარო: agriedu.ge