დარგებიმებაღეობამემცენარეობა

 კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების ულუფაში შედის

მოცვი (Vaccinium) – მცენარეთა გვარია მანანისებრთა ოჯახის, მარადმწვანე ნახევრად ბუჩქი ან ბუჩქი. მოცვის ასამდე სახეობაა ცნობილი. საქართველოში ოთხი სახეობა გვხვდება – მთის მოცვი, ლურჯი მოცვი, წითელი მოცვი, კავკასიური მოცვი. 

მოცვის შემადგენლობა და კალორიულობა

კენკრის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნაცარი, წყალი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, ქარვის, რძის და სხვა). ვიტამინები – С, B ჯგუფის, ცხიმები, პროტეინი.

კალორიულობაა 100 გრამზე 57 კკალორია, ხოლო კონსერვირებული მოცვის – 88 კკალორია.

ფოთლების შემადგენლობაშია: მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი, არბუტინი, ჰიდროქინონი, საპონინები, ორგანული მჟავები, მინერალური ნივთიერებები – კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი; მნიშვნელოვანია ამ ნივთიერებებთან ბიოლოგიური თვალსაზრისით გლიკოზიდები; ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნაცარი, წყალი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, ქარვის, რძის და სხვა). ვიტამინები: С, B ჯგუფის, РР, Р, ცხიმები, პროტეინი. საკვები ბოჭკოები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი, ნიკელი და სხვ.
მოცვის სასარგებლო თვისებები

დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავა და ფლავონოიდები მოცვში შესაძლებლობას იძლევა, რომ მცენარე კონიუნქტივიტის მკურნალობისას და, ზოგადად, მხედველობის გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვსა და მოცვის მურაბას იღებდნენ. მოცვი შედის ასევე კოსმონავტების მენიუში.

კენკრაში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რაც უჯრედის დონეზე მოქმედებს კიბოს უჯრედებზე და მას გამრავლების საშუალებას არ აძლევს. აქედან გამომდინარე, მოცვი კიბოს დაავადებების განვითარების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

მოცვი ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ნივთიერებათა ცვლას.

პექტინების შემცველობის წყალობით, მოცვი წმენდს ნაწლავებს შლაკებისგან.

მოცვი შესანიშნავი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება და ანტიბიოტიკია. ამის გამო მას იყენებენ ხველებისა და ყელის სხვადასხვა დაავადების დროს.

მოცვის სასარგებლო ზემოქმედება აღინიშნება ასევე შარდსასქესო გზების დაავადებების მკურნალობისას.

მოცვის სასარგებლო თვისებებს იყენებენ ასევე კოსმეტოლოგიაში. პრეპარატებსა და საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ეს კენკრა, იყენებენ კანის დატენიანებისთვის, როგორც კანის ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

ასევე, მცენარის დაბალი კალორიულობიდან გამომდინარე, მოცვს კვების რაციონში რთავენ წონაში დაკლების მსურველები.

მოცვის ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ქრონიკული დიარეის საწინააღმდეგოდ, ასევე კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების დროს. ის ასევე ეფექტურია პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს, ებრძვის ანგინას, რევმატიზმს.

მოცვის ნახარშს იყენებენ ეგზემის, დამწვრობისა და წყლულების დროს.

მოცვის ფოთლისგან დამზადებულ ნახარშს ადამიანებზე ჰიპოტონიური ზემოქმედება აქვს, ანუ არტერიულ წნევას აქვეითებს.

ასევე დამტკიცებულია, რომ მოცვი ძალიან კარგად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებზე. მოცვის ფოთლებში და ღეროებში არის ნივთიერებები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

მოცვსა და მის საფუძველზე დამზადებულ სასმელებს იყენებენ თრომბის წარმოქმნისა და მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის. ანტიკოაგულანტის შემცველობის წყალობით ნაყოფი ამცირებს სისხლის შედედებას.

მოცვის ნაყენის დამზადების რამდენიმე რეცეპტი

მხედველობისთვის: 1 სუფრის კოვზ მშრალ მოცვს საღამოს დაასხით ცივი წყალი ისე, რომ კენკრა დაიფაროს და ზემოთ წყალი კიდევ დაახლოებით 2 სანტიმეტრი იყოს. დატოვეთ ასე და დილით, უზმოზე მიიღეთ. ისაუზმეთ ნახევარი საათის შემდეგ.

ეგზემის, კანზე გამონაყარის, მუნის, ქერტლის დროს სასარგებლოა ახლად გამოწურული მოცვის წვენი, ასევე ამ წვენის დაზიანებულ ადგილებზე წასმა. ამ წვენის კომპრესს იყენებენ დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, სველი ეგზემის, წყლულების დროს. კომპრესი დღე-ღამეში 3-4-ჯერ უნდა შეიცვალოს. თუ ცოცხალი მოცვი სეზონის გამო მიუწვდომელია, შეიძლება მშრალი ნაყოფის ბლანტი ნახარშის გამოყენება (100 გრამ კენკრას ასხამენ ½ ლიტრ წყალს და ადუღებენ, სანამ სითხე არ განახევრდება).
მოცვის მიღება არ შეიძლება

მოცვმა შეიძლება ავნოს ადამიანებს, რომლებსაც ოქსალატურია აწუხებთ, ანუ თირკმლების დაავადება, რომელიც უკავშირდება ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს. ბევრი მოცვის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. ასევე არ არის რეკომენდებული მოცვის მიღება მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები აქვს. უნდა მოერიდონ კენკრის მიღებას ისინიც, ვისაც ალერგია აქვს მოცვზე.

sputnik-georgia.com