ხილისა და ბოსტნეულის მარკეტინგული სტანდარტები _ მაყვალი
ყველა მეწარმემ, რომელთაც სურთ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი, უნდა გაითვალისწინოს საექსპორტო ქვეყნის მარკეტინგული სტანდარტები, რომლებიც განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით და განსაზღვრავს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის მინიმალური ხარისხის, შეფუთვის, ზომისა თუ აღნიშვნის წესებსა და მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული სტანდარტები მომხმარებელს იცავს უხარისხო სურსათისგან, ხელს უწყობს მსოფლიოში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ამარტივებს ვაჭრობაში ჩართული პირების კომუნიკაციას მკაფიო და ჩამოყალიბებული მოთხოვნების/სტანდარტების საშუალებით.
წინამდებარე დოკუმენტში განხილულია ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარკეტინგული სტანდარტები, ასევე გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და კოდექს ალიმეტარიუსის სტანდარტები.
წყარო: ხილისა და ბოსტნეულის მარკეტინგული სტანდარტები _ მაყვალი ვრცლად იხილეთ ბმულზე