ხსენი და ვაქცინაცია
აცრა შეიძლება არაეფექტიანი იყოს თუ: ხბო უკვე დაავადებულია, მიმდინარეობს მათი გადაჯგუფება, არასწორად იკვებებიან ან სათავსო, სადაც ისინი არიან დაბინავებულნი, ცუდად ნიავდება, ან აცრის დრო სწორად არ არის შერჩეული.
ხბოს ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა უნდა განხორციელდეს სტრესულ მდგომარეობამდე ორი კვირით ადრე, მაგალითად ძუძუდან მოშორება, ტრანსპორტირება ან სხვა სათავსოში უცხო ჯგუფში გადაყვანა.
მისისიპის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ვაქცინაციას უკეთესი შედეგი აქვს იმ დროს, როცა ხბო ვერ იღებს ხსენის საჭირო ოდენობას.
ვაქცინაციის შემდეგ ხბო თუ მაინც დაინფიცირდება, ორგანიზმი დაავადებას სწრაფად გამოავლენს შესაბამისად რეაგირებს მასზე.