დარგებიმე და ჩემი სოფელიმებოსტნეობა

კიტრის მოყვანა ბებიების ნაცადი ხერხით 

 ბებია კიტრის მოყვანის თავისებურ მეთოდს იყენებს და ბაღჩაში კიტრი სეზონზე გამოულევლად აქვს. 

ეს ძალზე მარტივი და უნიკალური ხერხია, რომლითაც მას ყოველწლიურად კიტრის უხვი მოსავალი მოჰყავს. ამ მეთოდის გამოყენება ყველას შეუძლია.

კიტრის დათესვამდე რამდენიმე მასალა უნდა მოიმარაგოთ:

ბუნებრივია კიტრის საღი (უვირუსო) თესლი;

კომპოსტი _ დამწვარი ნაკელი;

ხის ნახერხი;

მდუღარე წყალი.

გააკეთეთ ორი მეტრი სიგრძის და 70 სმ. სიგანის კვალი. მასზე ჭადრაკულად 10 სანტიმეტრიანი პატარა ორმოები, ისე რომ ერთმანეთისგან 60 სანტიმეტრით იყოს დაცილებული. ყოველ ორმოში ჩაყარეთ მომზადებული ინგრედიენტების ნაზავი: კომპოსტი _ დამწვარი ნაკელი, 2 ჩაის კოვზი ნაცარი და შესაბამისი რაოდენობის ფხვიერი მიწა მოათავსეთ ორმოში და დაასხით მდუღარე წყალი, დაელოდეთ 10 წუთი და ჩათესეთ 5-7 ცალი კიტრის თესლი, მიაყარეთ მიწა, ისე რომ ორ-სამ სანტიმეტრზე დაიფაროს თესლი და არ მორწყათ. 

თუ ადრე გაზაფხულზე დათესავთ კიტრს, როცა ღამ-ღამობით ცივა კიდეც, მაშინ ნათესს ღამით პოლიეთილენი ფირი უნდა გადააფაროთ, რომელიც დილით უნდა აიღოთ. კიტრის ნათესი მორწყეთ საღამოს, როცა მზე ჩავა და კვალი დაიჩრდილება. 

რამდენიმე დღის შემდეგ კიტრის პირველი ღივები ამოიწვერება, იმის მიუხედავად როგორი თესლი გამოიყენეთ. ამ უბრალო მეთოდის გამოყენება ნებისმიერი ტიპის ნიადაგზე შეგიძლიათ, რაც მთავარია, როგორც მიხვდით კარგად კარგად უნდა გაანოყიეროთ ნიადაგი და შედეგიც არ დააყოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!