დარგებიმემარცვლეობა

„ლომთაგორა“ ხორბლის წარმოების ახალ ტექნოლოგიებს ცდის და ნერგავს

კომპანია „ლომთაგორა“ ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით ახალ ტექნოლოგიებს ცდის და ნერგავს. კომპანია ყოველწლიურად საცდელ ნაკვეთებზე რამდენიმე ათეულ ხორბლის ჯიშს ცდის და მათგან საუკეთესოს, უკვე დარაიონებულ და ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებულ ხორბლის ჯიშს  ფერმერებს სთავაზობს.

კომპანია ხორბლის მოსავლის აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე ტრადიციულ ღია კარის დღეს აწყობს, სადაც ფერმერებს სიახლეებს და მიღწეულ შედეგს აცნობს.

ამის გარდა კომპანია ყოველწლიურად 1000 ტონამდე ელიტურ და პირველი კატეგორიის ხორბლის სათესლე მასალას აწარმოებს.

გასული საუკუნის 90-იან რთულ წლებში, როცა საქარველოში ხორბლის თესლის წარმოებისთვის კი არა ხორბლის მოსაყვანად აღარავის ეცალა, კომპანიამ წამყვანი ქართველი მეცნიერების შემოიკრიბა და ახალი ჯიშების გამოყვანასთან ერთად, იძიებდა, ამრავლებდა და ინახავდა უძველეს ქართულ უნიკალურ ჯიშებს: „მახას“ „ზანდურს“, „ჩელატა ზანდურს“, „შავფხას“, წილთელ დოლის რამდენიმე სახეობას და სხვა…

დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ლომთაგორა ერთგვარი სასელექციო საცდელი სადგურია, სადაც ქართველ მეცნიერ სელექციონერებს, როგორც ხორბლის, ისე სიმინდის ახალი ჯიშები გამოჰყავთ.

სწორედ ასეთი მამულიშვილური შრომის შედეგია ის, რომ ბოლო წლებში „ლომთაგორას“ ბრენდით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის „საქპატენტის“ მიერ რამდენიმე ქართული ხორბლის და სიმინდის უხვმოსავლიანი ჯიშებია დარეგისტრირებული.

შარშან ლომთაგორამ გარკვეული ნაკვთებზე 11 ჰექტარზე ტონა ხორბლის მოსავალი აიღოს, საშუალოდ კი შარშანდელმა საჰექტარო მოსავლიანობამ 6,5 ტონას გადააჭარბა, რაც ქვეყნაში ხორბლის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელს (1,8-2,2 ტ/ჰა) დიდი დოზით აჭარბებს. ლო საშუალოდ 6,5იც კი მიიღო.

 

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში არსებობის მიუხედავად აქ მუშაობა ერთი დღეით არ შეჩერებულა (კომპანიის საცდელი მეურნეობა მარნეულშია, ეპიდემიის გამო  შეზღუდული იყო გადაადგილება, ტვირთების მოძრაობა, არადა სწორედ ადრე გაზაფხულზე სჭირდება ხორბლის ყანებს მოვლა-პატრონობა), კომპანია წლეულს ხორბლის საუკეთესო მოსავალს ელოდება და შემოდგომაზე ფერმერებს 1000 ტონაზე მეტ ელიტური და პირველი კატეგორიის ჯიშობრივად გაწმენდილ სერტიფიცირებული სათესლე მასალას შესთვაზებს.

ლომთაგორა, სათესლე ხორბლის ჯიშობრივი გასუფთავების ოპერაცია

Gepostet von ჟურნალი აგრარული საქართველო am Samstag, 13. Juni 2020