აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობარუბრიკები

ლურჯი ღვინო

ყველას გაუგია წითელი, თეთრი, ვარდისფერი ღვინო, თუმცა, ლურჯი ღვინო ნოვაციაა.

ცოტა ხნის წინათ ესპანეთში სტარტაფმა „გიკიმ“ ღვინის ინდუსტრიაში სიახლე შეიტანა. მათ ბასკეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის გუნდთან ერთად შექმნეს ლურჯი შეფერილობის ღვინო. იგი ესპანეთში მოწეული სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი და თეთრი ყურძნის კომბინაციაა.

ლურჯ შეფერილობას მას ყურძნის კანში არსებული მცენარეული პიგმენტი – ანტოციანი და ორგანული საღებავი აძლევს. როგორც ლურჯი ღვინის შემქმნელები ამბობენ, მათ ეს ფერი აირჩიეს, ვინაიდან იგი მოძრაობასთან, ინოვაციასა და უსასრულობასთან ასოცირდება.

ლურჯი ღვინო მალე ხელმისაწვდომი ევროპის ქვეყნებში იქნება, თუმცა ბასკეთში შექმნილი ლურჯი ღვინო დიდი განსჯის საგანი გახდა

ღვინის ლურჯი ფერის ფორმულა საიდუმლოდ რჩება, თუმცა ამ სასმელის ავტორები არ მალავენ, რომ ლურჯი ფერი ქიმიური ფორმულის დახმარებით მიიღეს. ისე კი, მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ სასმელის უმთავრესი შემადგენელი ყურძნის ტკბილია და სწორედ ამიტომაც ქვია მას ღვინო და არა სხვა რიამე ბრენდი.

ლურჯი ღვინის ბაზარზე გამოჩენისთანავე, ეს სასმელი მთელს ევროპაში უკვე გახდა კრიტიკისა და განსჯის ობიექტი. განსაკუთრებით  ის ღვინის მწარმოებლები და ღვინის კრიტიკოსები აქტიურობენ, რომლებიც ე.წ. ნატურალისტურ მიმდინარეობას უჭერენ მხარს და ღვინოში ყოველგვარ ქიმიურ ჩარევას ებრძვიან. მათ შორის არიან ქართველი „ნატურალისტები“, რომლებიც ამ პროდუქტს ალქიმიის შედეგად მიღებულ სასმელს უწოდებენ.

ღვინის უშუალო შექმნელი და ავტორი, მეღვინე არიც ლოპესი კი აცხადებს, რომ ყოველგვარი ნოვაცია თავიდან დიდი განსჯის საგანია და მხოლოდ გვიან ხვდებიან ადამიანები მის სიკეთეს. რამდენად შეიძლება განსაკუთრებულ ნოვაციად შეფასდეს ლურჯი ფერის ღვინო – ამას მომავალი გვაჩვენებს.

მომზადებულია Forbes-ის და allwine.ge-ს მასალების მიხედვით