მაღალპროდუქტიულ ფურებში დაუბალანსებელი რაციონით გამოწვეული დაავადებები
მერძეული პირუტყვის ჯიშების გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის გაზრდასთან ერთად მკვეთრად შეიცვალა მეცხოველეობის წარმართვასთან დაკავშირებული მიდგომები და დარგის ინტენსიფიკაციის ფონზე, მსხვილ მეცხოველეობის ფერმებში კვების ტრადიციული მეთოდების განახლება გამოიწვია.
მაღალპროდუქტიულობა კი მერძეული ძროხების ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს მკვეთრად ააქტიურებს. ამასთან, ცხოველების შეზღუდულ ფართობებზე კონცენტრაცია იწვევს მათზე ისეთი არასასიამოვნო ფაქტორების ზემოქმედებას, როგორიცაა: ჰიპოდინამია, მზის ინსოლაციისა და აერაციის ნაკლებობა.
მერძეული ძროხების მთავარ საკვებად იქცა სენაჟი, სილოსი და კონცენტრირებული საკვები, ამავდროულად შემცირდა ძროხებისათვის თივისა და ძირნაყოფთა მიცემა.
ფიზიოლოგიურად შეუსაბამო, არასრულფასოვანი კვება, აქტიური გასეირნებების არ არსებობა ზამთრის სასადგომო პერიოდში, ხშირად ზაფხულშიც, მზის ინსოლაციის არარსებობა ფურებში ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვაგვარ მოშლას იწვევს.
ნივთიერებათა ცვლა კი სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა და ძირითადად გულისხმობს მიღებული საკვების სასიცოცხლო ენერგიად გარდაქმნის პროცესს.
მაღალპროდუქტიული ფურების პატრონები უფრო ხშირად მიმართავენ ვეტექიმებს ძროხების კეტოზის, აციდოზის, ავიტამინოზებისა და სხვა არასრულფასოვანი საკვების მიღებით გამოწვეული დაავადებების გამო.
აგრო ექსპერტთა ასოციაცია