,,მარმარილოს” კვერცხები სააღდგომოდ

ეს კვერცხის შეღებვის საინტერესო მეთოდი.

შესაღებად დაგჭირდებათ წითელი და ჩვეულებრივი ხახვის ფურცლები, ქაღალდი,  ბრილიანტის მწვანე, სინთეტიკური ქსოვილი (შეიძლება ძველი წინდაც).

(იხილეთ თანდართული სურათები)

მომზადების პროცესი მიმდინარეობს შემდები თანმიმდრობით:

1. ხავის ფურცლები, მცირე რაოდენობით ქაღალდი დაჭერით წვრილად და შეურიეთ ერთმანეთს;

2. წინასწარ გარეცხილი სველი კვერცხები ამოავლეთ ამ მასაში;

3.სათითაოდ მოათავსეთ სინთეტიკურ, თხელ ქსოვილზე, შეახვიეთ და მჭიდროდ მოაკარით თავი;
4. ჩადეთ ქვაბში და დაასხით ცივი წყალი;

5. ჩაუმატეთ  ბრილიანტის მწვანე (რაც მეტს დაუმატებთ მით უფრო მკვეთრი სიმწვანის გამოვა);

6. ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წუთი;

 

7. გადააქციეთ წყალი, გარეცხეთ და მოათავსეთ ცივი წყალში ვიდრე არ გაცივდება;

8. მოაცალეთ სინთეტიკის ქსოვილი და გაწმინდეთ ზეთიანი ჩვრით სიკაშკაშისათვის.

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!

ლია მღვდელაძე