დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

მებოცვრეობა მეცხოველეობის საინტერესო და მომგებიანი მიმართულებაა

მებოცვრეობა ის დარგია, რომელიც მაღალი ხარისხის დიეტურ ხორცს, საუკეთესო ტყავს და ბეწვს იძლევა, ფერმერს კი, ვინც ამ საქმით არის დაკავებული, კარგი შემოსავლით უზრუნველყოფს. 

მებოცვრეობა დღეს ქვეყანაში საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება, იზრდება ბოცვრის ხორცის წარმოებაც და მოხმარებაც. ფერმერები სულ უფრო ინტერესდებიან მებოცვრეობით, დარგთან დაკავშირებული საკითხებით, ბოცვრის ჯიშებით, მათი მოვლის და მკურნალობის თავისებურებებით.

მებოცვრეობაზე და ამ დარგთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე სასაუბროდ დღეს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია „საფერავის“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ სასაუბროდ მოვიწვიეთ „აგრო ექსპერტთა ასოციაციის“ მთავარი  სპეციალისტი, ვეტერინარის დოქტორი დავით ბოსტაშვილი.

გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.