აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

ქაცვი – ,,ოქროს ნაყოფა“, მულტიფუნქციური მცენარე და გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები

თანამედროვე სელექციის მცხვილნაყოფა უეკლო ქაცვი ევრაზიაში ფართოდ გავრცელებული, საკმაოდ ძვირად ღირებული, მულტიფუნქციური კულტურაა. 
კერძოდ:
  1. ფიტომეციდინის განვითარების და მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცების თვალთახედვით   მისი კენკრა შეიცავს ადამიანის სიცოცხლისათვის საჭირო თითქმის ყველა მულტივიტამინს, 20-ზე მეტ მიკროელემენტს, სამკურნალო ზეთებს, მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, შაქარს, იოდს, ბუნებრივ მცენარეულ ანტიბიოტიკებს, იოდსაც და სხვა ფიტოთერაპიულ ნივთიერებებსაც.

ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონებში არსებული იოდის და ვიტამინების  პრობლემის მოსახსნელად.

ქაცვის კენკრას  აქვს მეტი კაროტინი, ვიდრე სტაფილოსა  და გოგრას ასევე აღსანიშნავია, რომ  ფოთლებსა და ქერქსაც  აქვს მაღალი სამკურნალო თვისებები.

  1. ტექნიკური თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით იგი უძვირფასესი კულტურაა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი წვენების, კომპოტების, ჯემების, ზეთების, მთრიმლავი ნივთიერებების და  ა.შ  დასამზადებლად.
  2. მელიორაციის, ნიადაგმცოდნეობის, კლიმატის გლობალური ცვლილებების პრევენციის, მიტიგაციისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის   კუთხით  ქაცვი  აღიარებულია, როგორც საუკეთესო  ფიტომელიორაციული კულტურა.  იგი ექსტრემალურ კლიმატურბ  პირობებშიც კი  აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას და იცავს მის ბიომრავალფეროვნებას.   ეს  უკანასკნელი იმით   აიხსნება, რომ ქაცვის მცენარეებს ფესვებზე უნვითარდებათ   კოჟრები,  რომლებშიც  თავის მხრივ ვითარდებიან  აზოტ მაფიქსირებელი ბაქტერიები. ამ ბაქტერიებს აქვთ  უნარი ნიადაგში დააფიქსირონ  ჰაერის აზოტი, რომელიც ჰაერში 78 %-ია, ამით  იგი   ამაღლებს  ნიადაგის  ნაყოფიერებას და მოსახლეობის  შემოსავლებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფესვთა სისტემა  უმეტეს შემთხვევაში განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენაში 30 სმ სიღრმეზე და ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებით,  ხიდან თითქმის 10 მ სიგრძეზე.

ასეთი გრძელი,  ძლიერ დატოტვილი ფესვთა სისტემა  კარგად კრავს, ამაგრებს  მის გარშემო არსებული  ნიადაგის ნაწილაკებს,  იცავს მათ წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის ზემოქმედებისაგან.  ეროზიებისაგან ასევე კარგად იცავს ნიადაგს   ხშირი ფოთლებით კარგად დაფარული და ძლიერი ტოტებისაგან შემდგარი,  ქაცვის ბუჩქი.  იგი    თავის თავზე  იღებს წყლის, ქარის  მექანიკურ ზემოქმედებას და იცავს ნიადაგს.  ბუჩქი ასევე  ხელს უშლის  ნიადაგიდან ტენის   აორთქლებას. ყოველივე ზემოაღნიშნული, გამო  ქაცვის კულტურა ამცირებს, რიგ შემთხვევებში კი სრულად სპობს ეროზიულ, შედეგად კი   გაუდაბნოების,  ნიადაგის დეგრადაციის  პროცესებს.

აღსანიშნავია, რომ ქაცვი ბუნებაში უპირატესად გავრცელებულია მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების  კირქვიან ქვიშიან და ხირხატ ნიადაგებზე. ის კარგად ვითარდება მზიან ადგილებში.

ევროპაში მას ვხვდებით ზღვის დონიდან   1 800 მეტრამდე ალპებში, ხოლო  აზიაში 5 000 მეტრამდე.

მისი ჩვეულებრივი ჰაბიტატებია მშრალი მდინარის ხეობები  და ხირხირხატიანი    ნიადაგები, ასევე კლდოვანი ფერდობები და მთის ნაკადულებისა და რუების   ქვიშაქვიანი  ნაპირები.  როგორც დეკორატიული მცენარე იგი გარცელებულია  ნახევრად ბუნებრივ ბაღებსა და ალპურ პარკებში, ქაცვი ასევე  კარგად იზრდება საკარმიდამო ნაკვეთებშიც.

  აღსანიშნაავია, რომ ბოლო დრომდე ქაცვის ბაღებს არ  რგავდნენ   საწარმოო მიზნით. ამისათვის  იყენებდნენ ველურ პირობებში გავრცელებულ  მცენარეების ნაყოფებს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მისი ტოტები დაფარულია ბასრი ეკლებით, ხოლო პატარა კენკრა უშუალოდ  ეკვროდა  ღეროს, რაც ართულებს მათ შეგროვებას. თუმცა, ბოლო წლებში სელექციონერებმა შეძლეს უნიკალური ახალი მსხვილნაყოფიანობით,  უეკლო  ჯიშების  გამოყვანა,  ამ ჯიშებს პრაქტიკულად არ აქვთ ეკლები.   

ქაცვის უახლესი  უეკლო ჯიშები გამოირჩევიან  მაღალმოსავლიანობით, ზამთარგამძლეობით, საშუალო ზომის, მსხვილი ნაყოფით  და არიან  ეკლის გარეშე.

თანამედროვე სელექციური ქაცვის ბუჩქების   ტოტებზე ეკლები ან ძალიან იშვიათია, ან პატარა და საკმაოდ რბილია, ან საერთოდ არ არსებობს.

ქაცვის თანამედროვე ჯიშების კენკრა ძალიან დიდია (წონა 1,2 მდე), ისინი ხასიათდება ტკბილი სასიამოვნო დელიკატური არომატით და მკვრივი მბზინავი კანით. მათი ფორმა ჩვეულებრივ წაგრძელებულიაკონუსური ან ოვალური. კენკრის ყუნწი გრძელია (5-6 მმ), რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ შეგროვებას. ქაცვის უახლესი ჯიშების უზარმაზარი უპირატესობაა მათი მაღალი ზამთრგამძლეობა  და მავნებლებისა და დაავადებების მიმართ  რეზისტენტობა. ქაცვის საწარმოო ნაკვეთების გაშენებისას მეწარმემ უნდა გაითვალისწინოს  რომ ეს კულტურა ორსქესიანია, ამიტომ მაღალი,  მყარი მოსავლის და მდგრადი წარმოების უზრუნველსაყოფად   აუცილებელია, რომ დარგოს მისი  მდედრობითი და მამრობითი ფორმები . ექსპერტები გვთავაზობენ სამი მდედრი ნერგისა და  ერთი  მამრი ნერგის დარგვას,  როგორც პრაქტიკამ დაგვანახა უმჯობესია დარგო ორი მამალი ნერგი, რადგან თუ  მოულოდნელად ერთი გახმება, მეორე შეძლებს მისი ფუნქციის შესრულებას.

ქაცვი სინათლის მოყვარული მცენარეა. ის უნდა დაირგოს ღია, კარგად განათებულ მზიან ადგილებზე უმეტესად სამხრეთის ფერდობებზე ვინაიდან  ჩრდილში  ფოტოსინთეზი მცირდება და მცენარე სუსტდება.

ნიადაგის მჟავიანობა  მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მჟავე ნიადაგებზე, ფესვთა სისტემა ცუდად ვითარდება, ამიტომ მცენარეები აქ სამ წელიწადში  სუსტდებიან და იღუპებიან.

 ხეებზე  ჯერ ყვავილები ჩნდება და შემდეგ ფოთლების. ეს ფაზები  აპრილის ბოლოსმაისის დასაწყისში მიმდინარეობენ. ამიტომ მთიან რეგიონებში  მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი არ გაიყინონ.

ყინვების დროს მიზანშეწონილია მცენარეების ფუმიგაცია. თანამედროვე ჯიშებში ყვავილობა და ნაყოფიერება იწყება, როგორც წესი, მე-3-მე-4 წელს.

ქაცვის  უახლესი სელექციური ჯიშების წარმოების  დროს მხედველობაში ისიცაა  მისაღები, რომ მოსავალი უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ძველ ჯიშებში. როგორც წესი, ის  მწიფდება და მოსაკრებად მზად არის აგვისტოს ბოლოს. თუმცა, კენკრა შეიძლება დიდხანს დარჩეს ტოტებზე.

ამდენად  ქაცვის კულტურის წარმოება სრულად პასუხობს გლობალური მდგრადი განვითარების პირველ (არა სიღარიბეს), მეორე (არა შიმილს) მესამე ( ჯანმრთელობა და კეთილდღეობა), მეთხუმეტე ( დავიცვათ დედამიწის ეკოსისტემები და ბიომრავალფეროვნება) მიზნებს და მისი გამოცდა- შესწავლა მიზანშეწონილია მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის.

ნოე ხოზრევანიძეკობა კობალაძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები