დარგებიმეფუტკრეობა

მეფუტკრისა და თაფლის მწარმოებლის ვალდებულებები

მეფუტკრე  ვალდებულია არ გამოიყენოს აკრძალული ანტიბიოტიკები და არაეტიკეტირებული პრეპარატები. თაფლის ხელოვნური საკვების (შაქრის სიროფი და სხვ.) გამოყენების შემთხვევაში დაიცვას გამოყენების პერიოდი და დოზა.
აწარმოოს საფუტკრეში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ჩანაწერები, მათ შორის გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატებისა და ხელოვნური საკვების მიცემის პერიოდების შესახებ.

 ხელმეორედ არ გამოიყენოს/გაყიდოს ანტიბიოტიკებით დაბინძურებული ფიჭა.

თაფლი შეინახოს თაფლისთვის დასაშვებ ჭურჭელში.

თაფლის საწარმო ვალდებულია მოახდინოს თაფლის მომწოდებლების ინფორმირება აკრძალული ანტიბიოტიკების შესახებ.
 რეგულარულად აწარმოოს თაფლის მომწოდებლების საფუტკრის მონიტორინგი.

 რეგულარულად შეამოწმოს ჩაბარებული თაფლი ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრებზე.

მოახდინოს მეფუტკრის ინფორმირება მის თაფლში აღმოჩენილი დამაბინძურებელი ნარჩენების/ინვერსირებული შაქრების შესახებ.

უზრუნველყოს თაფლის შენახვა თაფლისთვის დასაშვებ ჭურჭელში.

თაფლი უნდა იყოს ეტიკეტირებული. ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს მარტივად წაკითხვადი და შეიცავდეს:

 პროდუქტის დასახელებას.

პროდუქტის შემადგენლობას (მათ შორის ისეთი ინგრედიენტების (ალერგენები), რომლებმაც შეიძლება გამოწვიოს გაძლიერებული მგრძნობელობა).

 წარმოშობის ქვეყანას.

 საწარმოს მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

თაფლის პარტიის ნომერსა და წარმოების თარიღს.

ეტიკეტი აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს პროდუქციის მიმღებთან და უნდა აკმაყოფილებდეს მიმღები ქვეყნის მოთხოვნებს. შენიშვნა: თაფლის მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც სურს თაფლის ექსპორტზე გატანა, დანერგილი უნდა ჰქონდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.business.org.ge

წყარო: თაფლის ექსპორტის  გზამკვლევი