დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კონფერენცია ზუგდიდში

ზუგდიდში ქალაქის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით  სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის  პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ზუგდიდი მერიის თანამშრომელი ბატონი ბესო არახამია და ასევე მიხეილ ცირდავა. შეხვედრის ძირითდი ნაწილი აღნიშნული სფეროების პრობლემატიკას შეეხო. სპეციალურად ამ დღისთვის მოძიებული იქნა მეგრული ვაზის ჯიშების ღვინოები: ოჯალეში, კოლოში, ეგუძგური, მაჭყვადინა და ჭვიტილური, რომელთა დაგემოვნებაც კონფერენციის დასასრულს გაიმართა.


უმთავრეს პრობლემას რეგიონისათვის წარმოადგენს ადგილობრივი ვაზის ჯიშების ფაქტობრივად არარსებობა. მართალია, მოსახლეობაში ერთეული ნარგაობის სახით შევხვდებით იშვიათ მეგრულ ვაზის ჯიშებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის… როგორც გამომსვლელებისაგანისე დამსწრეთაგან გამოითქვა სურვილი და მზაობა იმისა, რომ რეგიონში გაკეთდეს სამეგრელოსა და ზოგადად კოლხური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი, საიდანაც მოხდება ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოსახლეობაში გავრცელება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონილილი ბერაია და ბიბლიოთეკის სხვა თნამშრომლებიც, რომელთაც გადაეცათ მევენახეობა-მეღვინეობის ლიტერატურა. გამოითქვა სურვილი, რომ სამომავლოდ ბიბლიოთეკის ბაზაზე გაიხსნას ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, სადაც ჩატარდება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საინფრმაციო და საქმიანი შეხვედრები.ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი მექვევრე ოსტატი დოდი თოლორაია. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ქვევრის მიმართ მოსახლეობის დაბალმა ინტერესმა შინამრეწველობის ეს მიმართულება თითქმის მთლიანად გააქრო, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამეგრელოში ისეთი ისტორიული დარგი, როგორიც მექვევრეობაა კვლავ აღდგება და აღორძინდება, რადგან მეგრული ღვინო მეგრულ ქვევრში უნდა დაყენდეს და მხოლოდ მაშინ არის ის სრულფასოვანი! ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე, რომლის ნამუშევრებსაც მთელს საქართველოში იცნობენ. ბატონ რობერტს ღონისძიებაზე წარმოდგენილი ჰქონდა საკუთრი კერამიკული ნამუშევრები. კონფეერნციის მსვლელობისას მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ღონისძიებას ჰქონდეს ყოველწლიური ხასიათი.

უახლოვეს ხანებში ზუგდიდის მერის თანადგომით იგეგმება დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღება სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, რომლის ჩვენებაც ოქტომბერში, ქალაქ ზუგდიდში გაიმართება. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მომავალ 2018 წელს კონფერენციაზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება, დააგემოვნონ მექვევრე დოდი თოლორაიას მიერ დამზადებულ ქვევრებში დაყენებული ღვინო.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა, 2017 წ.