აგროსიახლეებიმედიასტატიები

ნატურალური წვენები

ნედლი ბოსტნეულისა და ხილის წვენები დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და ფერმენტებს შეიცავს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცილების და ტოქსინების (განსაკუთრებით ხილი წვენები) გამოყოფას. ნატურალური წვენები ხელს უწყობს მრვალი დაავადების მკურნალობას. შეგახსენებ, რომ ეს ფერმენტები ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას და ადვილად შეიწოვება სისხლში, ამასთანავე ეს ნივთიერებები ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის მიმართ: 47-49 გრადუს ცელსიუსს მაღლა ინერტული ხდება, ხოლო, ხოლო 54 ცელსიუსზე მთლიანად ნადგურდება. სწორედ ფერმენტების წყალობით არის საკვები ნედლი და ორგანული.

ხილის წვენები წმენდს მთელ ორგანიზმს, ბოსტნეულის წვენი შეადგენს ორგანიზმის საშენ მასალას, ისინი შეიცავს ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, თუ მას მივიღებთ მხოლოდ ახალი, უმად.

წვენები შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გსურთ  და გსიამოვნებთ. სამკურნალოდ კი აუცილებელია სულ ცოტა 600 გრ. დღეში. რაც უფრო მეტ ნატურალურ წვენს მიიღებთ, მით უფრო სასურველ შედეგს მიიღებთ. ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფია კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო.

კომბოსტოს წვენი

კომბოსტოს წვენი იდეალური გამწმენდი საშუალებაა. განსაკუთრებით კარგია გასახდომად, კურნავს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს. ეფექტიანია სიმსივნის საწინააღმდეგოდ, გამოიყენება კანზე გამონაყარის დროს. კომბოსტოსა და სტაფილოს წვენები ნარევი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა. განსაკუთრებით კარგია ღვიძლის ინფექციური დაავადების დროს.

თუ კომბოსტოს წვენის მიღებისას გაზები წარმოიქმნება (რაც ნაღვლის ბუშტის დაავადების ნიშანია), მაშინ აუცილებელია ნაღვლის ბუშტის გამორეცხვა.

ცოცხალი კომბოსტოს წვენი მდიდარია ვიტამინებით, ფერმენტებით და მარილებით. მოხარშვის შემთხვევაში იგი კარგავს თავის თვისებებს.

500 გრ. მოხარშული კომბოსტო ორგანიზმს აძლევს იმდენ ორგანულ საკვებს, რამდენსაც 300 გრ. ნედლი წვენი. უნდა აღინიშნოს რომ ადუღებული კომბოსტოს წვენს თავისი თვისებები მარტო დაკარგული კი არ აქვს, არამედ ორგანიზმისთვის მავნებელიც არის.

სტაფილოს წვენი

სტაფილოს ნატურალური წვენი ა ვიტამინის წყაროა. მასში შედის აგრეთვე დიდი რაოდენობით ბ,ჩ, დ, ე, ვიტამინები. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას და კბილების სტრუქტურას. ეს პროდუქტი წყლულებისა და სიმსივნეების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. აუმჯობესებს მხედველობას და კანის სტრუქტურას

ჭარხლის წვენი

ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულების და მისი შემადგენლობის გასაუმჯობესებლად, კარგია ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად. ეს წვენი გამოიყენება გულისა და სისხლძარღვთა სხვადასხვა დარღვევების შემთხვევაში.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“