აგროსიახლეები

„ნუტრიმაქსმა“ მეორე მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა

კომპანია „ნუტრიმაქსმა“ ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა, სადაც ძაღლის, კატის და თევზის საკვები იწარმოება. 
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა კომპანიამ მსოფლიო წამყვან სპეციალისტთებთან მჭირდო თანამშრომლობით შეძლო...

„ნუტრიმაქსმა“ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.

საწარმო, რომელიც ძაღლის, კატისა და აკვაკულტურის მშრალი საკვების წარმოებაზე იმუშავებს ,25 000 ტონა ექსტრუდირებული საკვების წარმოებაზეა გათვლილი.

ახალი საწარმო პროგრამა „ აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით შეიქმნა.

„ნუტრიმაქსის“ ისტორია იწყება 2009 წლიდან, როდესაც ბაზარზე არ არსებობდა წვდომა ცხოველთა ხარისხიან საკვებზე, კომპანიამ კი დაიწყო მზა, კომბინირებული საკვების წარმოება ფერმერული მეურნეობებისთვის. 2016 წელს პირველი ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა. „ნუტრიმაქსი“ ამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს. კომპანიამ 2022 წელს პირველი წარმომადგენლობა გახსნა უზბეკეთშიც. „ნუტრიმაქსში“ 150-მდე ადამიანი არის დასაქმებული.