აგროსიახლეებიდარგები

ორგანული ჟოლოს პასტილა უკრაინელი მწარმოებლების წარმატებული იდეა

პასტილის საწარმოებლად ფერმერები ძირითადად პირველი კლასის ჟოლოს იყენებენ. პასტილა იშვიათი ნუგბარია, განსაკუთრებით ჟოლოსგან დამზადებული,  სწორედ ასეთ პასტილას აწარმოებს პოლტავის ოლქში (უკრაინა) ახალგაზრდ ფერმერების ოჯახი პატარა საწარომო „ოქროს მთებში“.

ჟოლოს პასტილისთვის შეიქმნა სავაჭრო ნიშანი და სავაჭრო მარკა „berry Їж“, აცხადებს საოჯახო საწარმო „ოქროს მთების“ დამფუძნებელი ალექსანდრ კუზუბი, რომელთანც დღეს ინტერვიუს გთავაზობთ. 

 

_ საიდან დაიწყოს თქვენი ჟოლოს პასტილას (გახეხილი და შაქართან ერთად მოხარშული ხილისაგან მომზადებული ცომისებრი ტკბილეული, რომელსაც ჩვეულებრივ შერეული აქვს ათქვეფილი ცილა.) ისტორია?

_ 2010 წელს გადავწყვიტეთ მეგობრებთან ერთად კიევიდან საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავსულიყავით და  მეურნეობა მოგვეწყო. ყველას ჰქონდა თავის მიმართულება. ჩვენ, მეუღლესთან ერთად ჟოლოს წარმოება გვხვდა წილად

თავიდან ჩვენი ამოცანა იყო პერმაკულტურული ბაღი გაგვეკეთებინა. ბაღი რომელიც სავსე იქნებოდა მრავალფეროვანი მცენარეებით, ხეხილით, თხილით, ყვავილებით, მაგრამ დავიწყეთ ჟოლოთი, რომელიც საკმაოდ სწრაფად იძლევა დახარჯული თანხის ამოგების საშუალებას.

_ ბევრი ჟოლო მოგყავთ ახლა?

_ 3,6 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. საწარმოო სიმძლავრის მიხედვით ეს არც ისე ბევრია.

_ დიდი ხანია აწარმოებთ პასტილას?

_ პირველივე მოსავლიდან. თავიდან ვფიქრობდით ჟოლო ექსპორტზე გაგვეტანა, მაგრამ არ გამოგვივიდა. გადავწყვიტეთ მოკრეფილი ნაყოფი გადაგვემუშავებინა.  მეგობრების დახმარებით ერთი ტონა ჟოლო გადავამუშავეთ. ამგვარად გამოვძვერით სიტუაციიდან და მეტად წარმატებითც.

ჯერ-ჯერობით ორი სახის პასტილას ვამზადებთ _ შაქრიანს და უშაქროს. ის ბევრ ეკომაღაზიაში და კაფეტერიაში იყიდება მთელი უკრაინის ტერიტორიაზე.

_ პასტილას წარმოება ხომ სეზონური სამუშაოა?

_ რატომ სეზონური, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ. შეიძლება დაიწყო კენკრის პირველი მოსავლის მიღებისთანავე, გაყინო ნაყოფი და მისგან წლის ნებისმიერ დროს დაამზადო პასტილა.

_ პასტილას დასამზადებლად ნაკლებად ხარისხიან ჟოლოს ნაყოფსაც იყენებთ ალბათ?

_ პირიქით. გადამუშავება სხვადასხვა სახისაა, მაგალითად სხვადასხვა წვენების, ან ხილის ღვინის, კომპოტის და ხილფაფის დასამზადებლად ცოტა უხარისხო ნაყოფიც გამოდგება, მაგრამ პასტილასთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ პირველი ხარისხის ნაყოფს.

_ გინდათ გვითხრათ, რომ ჟოლოს გადამუშავება უფრო მომგებიანი ვიდრე მისი ცოცხლად გაყიდვა?

_ გადმუშავება ყოველთვის მომგებიანია. იმისთვის რომ ცოტა ძვირად გაყიდა, უნდა დაელოდო სეზონს, როცა ფასი აიწევს, ეს რომ მოახერხო ჟოლო უნდა გაყინო, გასაყინი კამერები შეიძინო, ან სხვასთან წაიღო გასაყინად.

_ არ ცდილობთ სხვა მწარმოებლების დაინტერესებას და ჩართვას ამ  საქმეში?

_ ჩვენ უკვე ველაპარაკეთ ორგანული კენკრის რამდენიმე მწარმოებელს, იმედია ისინიც შემოგვიერთდებიან.

_ ჟოლოს გარდა კიდევ რისგან ფიქრობთ პასტილას გაკეთებას?

_ სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ერთ პროდუქტზე მუშაობა წამგებიანია, პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი უნდა გქონდეს, სხვადასხვა ხილი პასტილები უნდა შესთავაზო მომხმარებელს. დრო გვიჩვენებს რას გავაკეთებთ.