აგრარული განათლებამედია

პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

აღმოჩენილია ზვიგენის ახალი სახეობა, რომელიც წყლის ზედაპირზე სხეულის გამოჩენით „დადის“ არაღრმა ზღვებში.

ახალი  სახეობის ზვიგენი ფარფლებს ფეხებივით იყენებს, რათა მიქცევის დროს რიფებზე ნელა გადაადგილდეს.

საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა, ავსტრალიის „სანშაინ კოსტის“ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალში, Marine Science Foundation Journal დაადასტურა, რომ პაპუა-ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მილნ-ბეის რეგიონში აღმოჩენილი მოსიარულე ზვიგენი ახალი სახეობაა. მას „დაჯონის მოსიარულე ზვიგენი“ (Dudgeon’s walking shark) უწოდეს, ხოლო მისი მეცნიერული სახელია Hemiscyllium dudgeonae.

სახელი ეწოდა „სანშაინ კოსტის“ უნივერსიტეტის დოქტორ კრისტინ დაჯონის პატივსაცემად, რომელიც მოსიარულე ზვიგენებს 20 წელზე მეტია იკვლევს.

წყარო: Asexual reproduction delayed early animal evolution