პავლოვნია გლობალური დათბობის წინააღმდეგ
პავლოვნია ანუ ადამის ხე, წარმოშობით ჩინეთიდან არის. მას განსაკუთრებული თვისებების წყალობით, კაცობრიობას გლობალური დათბობის, გარემოს დაბინძურების და პლანეტის გაუდაბნოებისგან დასაცავად ფასდაუდებელი სამსახური შეუძლია გაუწიოს. მას აქვს თვისება გააჯანსაღოს უნაყოფო ნიადაგი, შეისრუტოს 10-ჯერ მეტ СО2 ვიდრე ნებისმიერ სხვა სახეობის მცენარეს.
გასული საუკუნის 70-იან წლებში სელექციური სამუშაოების შედეგად გამოიყვანეს ახალი ჰიბრიდული სახეობა, რომლსა მნიშვნელოვნად აქვს გაძლიერებული დაავადებების და მავნებლების მიმართ გამძლეობის უნარი, არ იცვლის გარემოს და არ ზემოქმედებს სხვა სახეობებზე, რომელთა გვერდითაც არსებობს, ეს სტერილური კლონია, რომელიც მხოლოდ ლაბორატორიულად მიიღება.
რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება პავლოვნია
_ პავლოვნია შეიცავს ძალიან ცოტა ზეთოვან ნივთიერებას და ფისს;
_ მას ადაპტირება შეუძლია გაღარიბებულ და დაბინძურებული ნიადაგებთან ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში;
_ ის საუკეთესო საშუალებაა ისეთი ნიადაგებისთვის რომელიც დაბინძურდა ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად;
_ შეისრუტავს ათჯერ მეტ СО2 ვიდრე სხვა ნებისმიერი მცენარე;
_ აჩერებს სხვადასხვა სახის ეროზიულ პროცესებს;
_ აუმჯობესებს ნიადაგის აერაციას და აფერხებს ტენის აორთქლებას;
_ ერთ წლი განმავლობასი პავლოვნიას შეუძლია სიმაღლეში 6 მეტრამდე გაიზარდოს;
_ კარგია სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სხვა დანიშნულების ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად.
რაში გამოიყენება პავლოვნია
ფოთლების გამოყენება შეიძლება ცხოველების საკვებად, რადგან აქვს ძალზე მაღალი საკვები ღირებულებები, ასევე საუკეთესო საშუალებაა კომპოსტის მოსამზადებლად.
სწრაფი ზრდის გამო ის ძალზე პროდუქტიული და რენტაბელური მცენარეა. სხვა უპირატესობებთან ერთად, აუცილებელია საგანგებოდ აღინიშნოს მის მერქნის საუკეთესო თვისებებზე. პავლოვნიას მერქნიდან მზადდება სხვადასხვა ნივთები, მათ შორის მუსიკალური ინსტრუმენტები.
პავლოვნიასმერქანს, მისგან დამზადებულ გრანულებს იყენებენ ბიომასად ბიოგაზის დანადგარებში ან სახლების გამათბობელ სისტემებშიგრანულებს. ის საუკეთესო მყარი ბიოსაწვავია ქვანახშირის, კოქსის, მაზუთის დამატებად ან ჩასანაცვლებლად, აქვს ნეიტრალური CO2 გამონაბოლქვი. 2 კილოგრამი გრანული 1 ლიტრი დიზელის ეკვივალენტურია, ამიტომ ენერგიის ერთეულზე გადაანგარიშებით დიზელთან შედარებით 2-ჯერ იაფია.
პავლოვნიის კულტივირება
პავლოვნიის გასაშენებლად ხელსაყრელი პერიოდებია: გაზაფხული და ადრიანი შემოდგომა.
ნარგავების დარგიდან პირველი 21 დღის განმვალობაში მორწყვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს, რათა დაფესვიანების სტიმულირება მოხდეს.
დღეს პავლოვნიის თესლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. მისი გამოწერა ავტორიტეტული საიტებიდანაც შეიძლება.
ის ერთადერთი ჯიშია Scrophulariaceae სახეობის ოჯახიდან. ამ სახეობის ცხრა ჯიშის სამშობლო ჩინეთია, გამონაკლისების fortunei-ს და ქეჩისებრი პავლოვნიის გარდა, რომლებიც წარმოშობით ვიეტნამიდან და იაპონიიდან არიან.
ჩვენი აზრით, ეს ხე ერთ-ერთი ის ჯიშია, რომლის გამოიყენება დაბინძურებულ, დეგრადირებულ ნიადაგებზე დიდი საქმის გაკეთება შეუძლია.
კლიმატის ცვლილებების გამო სამხრეთის რეგიონებში ფიჭვი და კედარი უკვე ხმება, ამიტომ საჭიროა ალტერნატიული სითბოს მოყვარული და გვალვაამტანი მცენარეთა სახეობების შერჩევა, რომლებიც მათ ადგილს დაიჭერენ.
საწარმოო მნიშვნელობით პავლოვნიას უკვე აშენებენ ფერმერები, შესაძლოა იგი უახლოეს პერიოდში მართლაც გახდეს მასობრივი, პოპულარული ენერგოეფექტიანი და ნიადაგდამცველი კულტურა.
სასარგებლო წყაროები: WorldPaulownia, PaulowniaTrees
წყარო: rodovid.me