აგროსიახლეები

ფერმერთა ცოდნის ასამაღლებლად

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, თუშეთის დაცული ლანდშაფტის, არაგვის თემთა განვითარების ჯგუფისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით, თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ხულოს მესაქონლე ფერმერებისათვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებისა და რაციონის შედგენის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგებზე, რომელიც პროექტის “მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა, ფერმერებმა ცხოველთა კვების ტექნიკის, ცხოველთა საკვების კონსერვირებისა და მეხორცული პირუტყვის რაციონის შედგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ტრეინინგი ლაკჯდლაფჯლდფ

დედოფლისწყაროში, ქვემო ალვანსა და ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრის დროს ფერმერებმა სპეციალისტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე, პირუტყვის კვებისა და რაციონის შესახებ ინდივიდუალური კონსულტაციებიც მიიღეს.

პროექტს „მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში“  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.