აგროსიახლეები

საქართველოს პირველი ოქრო _ Apimondia 2022

საუკეთესო გუნდური მუშაობისათვის, დიზაინისთვის, სტენდისთვის, გაფორმებისათვის საქართველომ  Apimondia 2022-ზე ოქროს მედალი მიიღო.

_ შემდეგი აუცილებლად თაფლი იქნება, წერს Apimondia 2022 მონაწილე საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ალეკო პაპავა.

ქართველ მეფუტკრეებს Apimondia 2022-ზე მონაწილეობის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით

კონგრესზე საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებიდან 8 კომპანია არის წარდგენილი.

აპიმონდია 2222222222222222222222222222

 

„კონგრესი APIMONDIA 2022  არის მეცნიერების, პრაქტიკის, ბიზნესის შეჯერება. ქართველ მწარმოებლებს ამ გამოფენა-კონგრესში მონაწილეობით საშუალება მიეცათა, არამარტო გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, არამედ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და ახალ მიმართულებებს მეფუტკრეობის სექტორში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წაახალისოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მეფუტკრეობა, არის შედეგიანი და წარმატებული“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

გამოფენაზე APIMONDIA 2022 საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს თაფლის მწარმოებელ 8 კომპანიას: შპს „რუხი დედოფალი“, შპს „ჯეონატურალი“, შპს „აპიგეო“, შპს „თაფლი სახლში“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სკა“, შპს „სკა-კოდალა“, შპს „KTW აგრო-ქედა“. აღნიშნული კომპანიები გამოფენის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლს, მათ შორის ჯარას თაფლს აცნობენ.

APIMONDIA 2022-ში მონაწილე კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.

აპიმონდია 333333333333333333333

_ გუშინდელი სასიხარულო უმაღლესი ჯილდოს მიღების შემდეგ მსურს განმარტებები გავაკეთო _ წერს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ალეკო პაპავა.

_ რატომღაც უმრავლესობას მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლის წარმოებად წარმოუდგენია, არადა ეს დარგი ძალიან მრავალფეროვანია და აპიმონდიაზეც სხვადასხვა ნომინაციებში იყო კონკურსი, ჩამოვთვლი ზოგ მათგანს:

სტენდის ანუ სავაჭრო სივრცის, დიზაინის, გაფორმების კონკურსი; თაფლის; თაფლისგან დამზადებული სასმელების; კონკურსი აპითერაპიაში და ა.შ.

მოკლედ ბევრი რამ არ ვიცოდით აპიმონდიაზე, მაგრამ ახლა მეტი გავიგეთ და შემდეგი აპიმონდიისთვის უკეთ მოვემზადებით.

უნდა ავღნიშნო, რომ ამ მხრივ ჩვენ მრავალმხრივი შესაძლებლობა გვაქვს.

უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, აპიმონდია უკვე სხვა თვალით დავინახეთ,

თაფლის კონკურსში მონაწილეობა ვერ მივიღეთ, რადგან დროში ვერ ჩავეტიეთ, ძველი თაფლის გაგზავნა კი არ გვსურდა.

შემდეგ აპიმონდიაზე ჩვენი მონაწილეობა უფრო მრავალფეროვანი გახდება, ანუ აპიმონდიას არ აღვიქვამ როგორც მხოლოდ პროდუქტების გასაყიდ სივრცედ, აპიმონდია უფრო ახალი ურთიერთობების, კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებების, სიახლეების გაცნობის სივრცეა. ამიტომ აქედანვე უნდა მოვემზადოთ შემდეგი აპიმონდიისათვის. ამ მიმართებით ბევრი სამუშაო გვაქვს საქართველოში _ დასძენს ბოლოს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ალეკო პაპავა.

APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და დღეს, 28 აგვისტოს სრულდება.