დარგებიმებაღეობამემცენარეობა

პომპელმუსი _ თურინჯი

 პომპელმუსი  (თურინჯი, შედოკი)  (Citrus grandis Osbeck) მარადმწვანე მცენარეა, საშუალოდ 10 მ სიმაღლის იზრდება.
 სხვადასხვა ჯიშის პომპელმუსის ნაყოფი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება ზომით, ფორმით, რბილობის ფერით, კანის სისქით და საგემოვნო თვისებებით.

საუკეთესო ჯიშების ნაყოფები საშუალოდ 1 კგ-ს იწონის. ნაყოფი ფორმის მიხედვით მრგვალი-მობრტყო, მსხლისებური, მომწვანო-ყვითელი ან ღია-ყვითელი შეფერილობის, კანის სისქე საშუალოდ – 10 მმ. რბილობის შეფერილობა _ მომწვანო-მოყვითალო, ვარდისფერი ან წითელი.

პომპლემუსი22222222222222222222222222

საგემოვნო თვისებებით _ მჟავე-ტკბილი, ოდნავ მწარე, სპეციფიური არომატით. ჩვენს პირობებში მიღებულია პომპელმუსის ჰიბრიდული ჯიში, რომელიც იძლევა მსხვილ ნაყოფს თხელი კანით, რომელიც ადვილად სცილდება რბილობს.

ხასიათდება სასიამოვნო გემოთი, ტკბილია, მცირე სიმწარით. ადრე მწიფდება და მეტი ყინვაგამძლეობთ გამოირჩევა. გამოვლენილი ჯიში სადესერტო შედოკი იძლევა მსხლისებური ფორმის ყვითელი ფერის ნაყოფს.

რბილობი უხწვნიანი, მომჟავო-ტკბილი გემოს, ოდნავ მწარე, დიდი რაოდენობით შეიცავს თესლს.