აგროსიახლეები

ქართული ზეთისხილის ზეთმა მსოფლიო ბაზარზე პირველ ოთხეულშია – გიორგი სვანიძე

საქართველოში 26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა, რომელიც ქვეყანაში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ დაამკვიდრა.
როგორ დაიმკვიდრა თავი ზეთისხილის კულტურამ საქართველოში და რა პერსპექტივებია სამომავლოდ  ამის შესახებ გიორგი სვანიძემ ისაუბრა.

„ფერმერებმა აიტაცეს ეს კულტურა და ყოველ წელს ირგვება ზეთისხილის ნერგები, ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასამუშავებელი ქარხანა. მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭო მთლიანად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და სტრატეგიაში და გვიჭერს მხარს. ვფიქრობთ სხვადასხვა ჯიშების დარგვას. გავაკეთეთ ზეთისხილის სანერგეც და ვაწარმოებთ ზეთისხილის ქართულ ნერგს, რომელიც გაცილებით ძვირფასი, მდგრადი და უფრო მეტი და მაღალი ხარისხის მოსავლის მომცემი იქნება.“ − განაცხადა გიორგი სვანიძემ.

გიორგი სვანიძის თქმით, მოლაპარაკებები მიდის ნიდერლანდებთან და შუა აღმოსავლეთთან.

როგორ გიორგი სვანიძემ აღნიშნა, საქართველოს ზეთისხილის ზეთი თავისი ხარისხით 48 ქვეყნიდან 4 საუკეთესოში მოხვდა

„ქართული ზეთისხილის ზეთმა მსოფლიო ბაზარზე დაიკავა პირველ ოთხეულში ადგილი: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი,  საქართველო. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და გვეიმედება, რომ ეს კიდევ დამატებითი ინვესტიციების საფუძველი გახდება საქართველოში. ჩვენი მიწა და კლიმატი ზეთისხილს განვითარების ისეთ საშუალებას აძლევს, რომ მისგან უმაღლესი ხარისხის ზეთი მიიღება, რომელიც ნიშნავს მაღალ ფასს და ეს ზეთი მიმზიდველია, როგორც ევროპისთვის, ისე აზიისთვის,“− აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

წყარო: www.commersant.ge