აგროსიახლეები

ქართველი მეცნიერის საერთაშორისო აღიარება

ართველი მეცნიერის საერთაშორისო აღიარება – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ცნობილი ენტომოლოგი, ბატონი გურამ ალექსიძე, მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ევროპის 28 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთხმად აირჩიეს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის ევროპის აკადემიების კავშირის (UEAA) პრეზიდენტად.

ეს  ქართული აგრარული მეცნიერების მნიშვნელოვანი წარმატება და ქართველი მეცნიერის ღვაწლის ჯეროვნად დაფასებაა.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ და ვებ ჟურნალი agronews.ge  ულოცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გურამ ალექსიძეს საერთაშორისო აღიარებას, დღეგრძელობას და წარმატებას უსურვებს მას.