აგრარული განათლებამედიარუბრიკები

ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიშები

ძაღლის გაწვრთნა ლეკვობიდანვე უნდა დაიწყოთ, პატრონზეა დამოკიდებული, თუ როგორი გაიზრდება მისი ოთხფეხა მეგობარი. ერთი შეხედვით მოღუშული ძაღლიც კი შეიძლება ყველაზე მოსიყვარულე აღმოჩნდეს, ან პირიქით.
აღზრდის გარდა ჯიშიც გასათვალისწინებელია, რადგან არსებობს ავი და თვინიერი ძაღლის ჯიშები, რომელთაც გენეტიკურად დაყვებათ ხასიათი.
თვინიერი და კეთილი ძაღლის ჯიშები

ამბობენ, გარეგნობას არ ენდოთო და ეს ძაღლებზეც ვრცელდება. როგორც წესი, კეთილი და მოსიყვარულე ძაღლები ძირითადად დიდი ზომის ჯიშებში გვხვდება. ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი რჩევები:

ინგლისური ბულდოგი და მალტეზე

ინგლიუსრი ბულდოგი ალკდჯფლასდჯფ

ინგლისური ბულდოგი   და მალტეზე ძალიან განსხვავებულები არიან გარეგნობით, მაგრამ ორივე ერთნაირი ხასიათისაა – კეთილგანწყობილი და მხიარული. ორივე შესანიშნავი კომპანიონია და ადვილად იწვრთნება. ბულდოგი ცოტათი ზარმაცია და ამიტომ წვრთნის დროს  შეურჩიეთ ადეკვატური დატვირთვა.

Без названия (1)

გაითვალისწინეთ, რომ ბულდოგს აქვს მოკლე ბეწვი და სიცივეს ვერ იტანს, აგრეთვე ხმამაღლა ხვრინავს. მალტეზე კი დეკორატიული ჯიშია, მისი ბეწვი ჰიპოალერგიულია, ამიტომ ალერგიული ადამიანებიც კარგად იგრძნობენ მასთან თავს. მალტეზეს ჭირდება სწორად ადგეგმილი წვრთნა და კარგი მოვლა.

სამოედი და ბობტეილი

სამოედი და ბობტეილი მრავალწლიანი ისტორიის მქონე ჯიშებია. პირველი მონადირე და მარხილის ძაღლია, მეორე კი მწყემსი. ეს ცხოველები ძალიან ჭკვიანი და კეთილგანწყობილები არიან ადამიანების მიმართ.

acdb9d8d4ccb19c211b0484fd8dcc099

სამოედი ძალიან სუფთა სისხლისაა და ამიტომ კარგი მოვლა ჭირდება. ჯობია კერძო სახლში იყოლიოთ, ვიდრე კორპუსში, მაგრამ ამ უკანასკნელსაც ეჩვევიან.

ძველი ინგლისურ ნაგაზს ძალიან უყვარს ბავშვებთან თამაში, ისინი საუკეთესო ძიძები არიან. მათთვის საციცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის ყურადღება, რადგან დარდი და მოწყენა იციან.

ლაიკა და კოლი

ლაიკა – კეთილი და მზრუნველი ძაღლია. ის მზად არის პატრონის გადასარჩენად თავიც გასწიროს. ის არავის დააჩაგვრინებს მზრუნველ მეგობარს. ეს ჯიში ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს. ჭირდება რეგულარული სეირნობა და ფიზიკური დატვირთვა.

20131006135408127

კოლი – ჭკვინი, ინტელიგენტი ძაღლის ჯიშია. შოტლანდიური ნაგაზი ერთგულია თავისი პატრონის და განსაკუთრებულად უყვარს ბავშვები. არ ენდობა უცხოებს და იცავს თავის ტერიტორიას. ადვილად იწვრთნება, უყვარს ფიზიკური აქტივობები. კოლის იყენებენ ფსიქოთერაპიის დროსაც.

მოპსი და ბერნის მთის ძაღლი

მოპსი – ერთგული ჯიშის ძაღლია, რომელსაც კარგი მოვლა ჭირდება. მას ასევე ჭირდება განსაკუთრებული კვება და რეგულარული ვარჯიშები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები ექნება ჯანმრთელობის. მათ ძალიან უყვართ ბავშვები და ვერ იტანენ მარტოობას. მოპსი-Pug-კომპანიონი.-ძაღლის-ჯიში

ამბობენ, რომ ძალიან ზარმაცები არიან. თუმცა პატრონზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან მოპსი მთლიანად აკოპირებს მის თვისებებს.

2017051412305180127

ბერნის მთის ძაღლი მშვიდი და კეთილი ხასიათისაა. ის პატრონის ერთგულია და ძალიან ეჯაჭვება მას. თუმცა, პარალელურად უცხო ადამიანებთნაც კარგი ურთიერთობა აქვს. ეს ჯიში განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა ბავშვებს. უყვარს სხვა ცხოველებიც.

სენბერნარი და ლაბრადორ-რეტრივერი

სენბერნარი – ჯიში, რომელიც გამოიყვანეს ალპინისტების გადასარჩენად. მასთან ერთად თავს ყველაზე დაცულად იგრძნობთ. მშვიდობისმოყვარე სენბერნარი მზრუნველი და მომთმენია. ყოფილა შემთხვევა, რომ პატრონის დასაცავად დათვს შებმია, მაგრამ ყოველდღიურ თანაცხოვრებაში მისი გაბრაზება შეუძლებელია.

Без названия

როგორც ამბობენ, ლაბრადორის გარეშე ძაღლებზე საუბარი არ შეიძლება. ეს ჯიში ძალიან დამყოლი ხასიათისაა და პატრონის ერთგული, ის ყოველთვის გრძნობს პატრონის განწყობას. ლაბრადორებს შეგვიძლია ვუწოდოთ ძაღლი-ოპტიმისტები. ისინი უვლიან ბავშვებს და ადვილად ეწყობიან სხვა ცხოველებს.

labrador-retriever-adulto-y-cachorro

ეს რა თქმა უნდა, სრული სია არ არის. კიდევ ბევრი და სასიამოვნო ფუმფულა მეგობარი ყავს ადამიანს. დაიმახსოვრეთ: მათი ბედი თქვენს ხელშია და ის მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააბედნიეროთ.