აგროსიახლეები

ქონდარი მარტო სანელებელი არ არის

ქონდარი (Satureja spp.) – ტუჩოსანთა ოჯახის გვარი, წარმოდგენილია ერთი, ან მრავალწლოვანი ბალახებითა და ბუჩქ-ბალახებით. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების და სუბტროპიკების მთიანი მხარეების მშრალ და კირქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე. ქონდარის ველური წინაპრების სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია, საიდანაც გავრცელდა დასავლეთის ქვეყნებში — ევროპაში, აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.
მთის ქონდარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია სამი სახეობა. ტყის ქონდარი (S. laxiflora C. Koch.), ონჭო (S. spicigera (C.Koch)Boiss.) და Satureja bzybica Woronow, რომელიც მხოლოდ აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში გვხვდება. ქონდარის სამივე სახეობა ქართულ კულინარიაში ფართოდ გამოიყენება ხორციანი კერძების სანელებლად. გარდა ამ სახეობებისა, სანელებლად გამოიყენება ბევრ ქვეყანაში კულტივირებული ბაღის ქონდარი (S. hortensis L.), და მთის ქონდარი (S. montana L.), რომელიც ძირითადად დეკორატიულ მებაღეობაში გამოიყენება.

მცენარის სახელს ძველი რომაელები უკავშირებდნენ მიწათმოქმედების ღმერთ სატურნს (ბერძნული მითოლოგიით, ნაყოფიერების — სატირა). მცენარის ინგლისური სახელწოდება savory, მოდის შუასაუკუნეების ფრანგული სიტყვიდან savoury, რაც სანელებელს ნიშნავს.

ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
ქონდარი

რაც შეეხება ქონდარის სამკურნალო თვისებებს, ეს მცენარე უძველესი დროიდანაა ცნობილი ხალხურ მედიცინაში ტაქიკარდიის, თავბრუს ხვევის, თავის ტკივილის, შაკიკის, მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ცისტიტის, მეტეორიზმის, რინიტის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან ქონდარი გამოიყენებოდა როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, მადის მომგვრელი, სპაზმოლიზური, ღებინების და ხველების საწინააღმდეგო საშუალება, ქოლერის, შავი ჭირის, ტიფის, ტუბერკულოზის და ყვითელი ცხელების დროს.

ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო

ნერვული აშლილობისას, რომელსაც თან სდევს ქრონიკული დაღლილობით გამოწვეული მადის დაქვეითება, უძილობა, აპათია, ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება, ეფექტურია ქონდარის ჩაის მიღება. შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში ქონდარის ჩაი ამცირებს წყურვილის გრძნობას. მცენარის წვენი ხსნის ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს და შეშუპებას.

ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
ქონდარი

არცთუ იშვიათად ქონდარი მაიორანსა და ბეგქონდარაში ერევათ. რომლებიც ასევე ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. ტუჩოსანტა ოჯახი, ქონდარის გარდა, 300-მდე გვარს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი, მაგალითად, როზმარინი, ლავანდი, პიტნა, ბეგქონდარა, სალბი, მაიორანი, რეჰანი, ბარამბო, თავშავა და სხვ. გამოიყენება სანელებლად სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში.

წყარო:sputnik-georgia.com