მე და ჩემი სოფელირუბრიკებისტატიები

რა უშლის ხელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას

„რა სოფელი დაეცეს ქვეყანა დაძაბუნდესო“, უთქვამს ჩვენს დიდ წინაპარს. ეს ჭეშმარიტება დღესაც აქტუალური და ყურადსაღებია. ღვთის მადლით, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მიწათმოქმედების ქვეყანაა. ასეთად დარჩება მომავალშიც. ამას ბუნებრივკლიმატური პიირობებიც განაპირობებს, მაგრამ დასაფიქრებელი ის არის, ამ ღვთით ბოძებულ სიკეთეს თუ ისეთნაირად ვიყენებთ, რომ ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა უფრო მეტად განვითარებული გვქონდეს, იქ მაცხოვრებელი ადამიანებიც უფრო უკეთესად გრძნობდნენ თავს, ხვავი და ბარაქა არც მათ აკლდეთ და არც ქვეყანას. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური სათქმელიცა და საფიქრალიც.

თუ ქვეყნის პირობები გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოიყვანო და აწარმოო, შედარებით ნაკლები დანახარჯებით მაღალხარისხიანი, სასურველი რაოდენობის (თითქმის ყველა სახეობის) სასოფლოსამეურნეო პროდუქცია ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები დიდი დავითისა და თამარის მეფობის პერიოდში და, თქვენ წარმოიდგინეთ, „ავადსახსენებელ“ საბჭოთა დროშიც. წინაპრებისაგან მსმენია და თავადაც მოვსწრებივარ იმას, როცა სოფელში ბაბუაჩემის ბეღელი პირამდე იყო სავსე ადგილზე მოწეული ბრინჯისა და ღომის თავთავებით. როგორც გადმომცემდნენ, ადრე აქ, თურმე, ფეტვიც მოჰყავდათ.

ეკონომიკურპოლიტიკური ცვალებადობის გამო თავისთავად მოხდა ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლა, რასაც ახალი სასოფლოსამეურნეო კულტურების შემოტანა, მათი აკლიმატიზაცია და ადაპტაცია, გამრავლება და გაშენება, ახალი მეტად შემოსავლიანი დარგების განვითარება მოჰყვა. კეთილმოწყობილი იყო სოფლის ცენტრები და გლეხკაცის კარმიდამოები. სოფლები და იქ მაცხოვრებელი მოსახლეობა უფრო ძლიერი იყო. ადამიანები სულიერადაც უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს. გარეგნულადაც უფრო ამაყები და მიმზიდველნი ჩანდნენ ვიდრე დღესაა.

ახლა კი ეს ასე არ არის და ქვეყანა იმპორტირებული, უმეტესად მდარე ხარისხის პრიდუქციის გასაღების ბაზრადაა ქცეული. ოფიციალური მონაცემებითაც სასოფლოსამეურნეო პროდუქციის იმპორტმა ზოგიერთ სახეობაში უკვე 80% გადააჭარბა. სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლის მიზნით ბოლო 25 წელიწადში გახარჯულმა მილიარდებმა ვითარება უკეთესობისაკენ ვერა და ვერ შეცვალა. ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავლები ძალზედ მცირეა. ამიტომ, სოფლადაც და ქალაქადაც მაცხოვრებელ ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილის ყოფა კვლავ გაუსაძლისია, მათი უმეტესობა იპოთეკური თუ სხვადასხვა სწრაფი სესხების წყალობით, საბანკო ან სალომბარდო ტყვეობაშია და ყოველი დღე მათთვის ჯოჯოხეთადაა ქცეული და სამომავლოდ მათ უმრავლესობას უსახლკარობა ემუქრება. ასეთი სიტუაციის გამო გახშირებულია ყაჩაღობისა და თვითმკვლელობის ფაქტებიც. ეს არის მიზეზთა მცირე ნაწილი, რის გამოც ქვეყანაში დღემდე ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენა და მოსახლეობის მხოლოდ 812%ია მდიდარი და უზრუნველყოფილი, ხოლო დანარჩენი 87% ღარიბღატაკი და ბოგანოა. ლამისაა ქვეყანა უსახლკარო და დამშეულმა ადამიანებმა წალეკონ. მოსახლეობის უმეტესობა ბევრად უფრო ნაკლებ კალორიებს ღებულობს, ვიდრე ბიოლოგიური ნორმებით არის გათვალისწინებული. ამის გამო როგორც ქალაქად, ისე სოფლადაც გაუარესებულია დემოგრაფიული მონაცემები. ბევრი სოფელი ხალხისაგან მთლიანად ან სანახევროდ დაცლილია და ლუკმა პურის საშოვარზე ან ქალაქად არიან გაქცეულიები, ან საზღვარგარეთ დამამცირებელ შრომას ეწევიან. ვისაც ჭკუა და გონება უჭრის ასეთებს სახელმწიფო სათანადოდ ვერ აფასებს, ვერ ასაქმებს და ისინი თავიანთ შესაძლებლობებს სხვა ქვეყნის აღმავლობას ახმარენ.

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ამ და ბევრ სხვა პრობლემებზე მსჯელობა, კამათი სხვადასხვა დონეზე არ წყდება, მაგრამ ხელშესახები წინსვლა სოფლად რომ ნაკლებად შესამჩნევია ესეც უდავოა, რაც მეტად გულსატკენი და დასაფიქრებელია. თუ პროცესი ასე გაგრძელდა და ანალიტიკოსებიც ამას გვიმტკიცებენ 2025 წლის შემდეგ ქართველობა ქვეყანაში უმცირესობაში აღმოვჩნდებით. თავის დროზე როცა გაზეთ „აჭარის“ და „Àäæàðèÿ“ს ჟურნალისტი ვიყავი და ხშირად მიწევდა სოფლებში ყოფნა, ჩემდაუნებურად შევნიშნე, რომ ბოლო 2530 წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში არსად აგებულა ბეღელი, ნალია, საქათმე, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს და მიანიშნებს.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი მისწრაფება საქართველოს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგებში ასოცირების თაობაზე კარგია და ყველას ნანატრი ოცნებაა, მაგრამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ მანამდე ჯერ კიდევ ბევრი რამის მოწესრიგება და გაკეთება მოგვიწევს. ყურად უნდა ვიღოთ ის მდგომარეობა, რომ მსოფლიოში თითქმის არ მოიძებნება არც ერთი მეტნაკლებად განვითარებული ქვეყანა, სადაც სოფელი და სოფლის მეურნეობა არ იყოს კარგად განვითარებული და ეს იმიტომ, რომ „პური ჩვენი არსობისა“, როგორც იტყვიან, და ბევრი სხვა რამ, ერთნაირად საჭირო და აუცილებელია, როგორც ქვეყნის პირველი პირებისათვის, ისე ცნობილი ადამიანებისთვისაც და უბრალო მოკვდავისათვის. ამის მიღწევა ჩვენს სინამდვილეში კი დილემად გვექცა. მაშ რაშია საქმე? ქართველი კაცი მუშაობას გადაეჩვია თუ ქართული მიწები უნაყოფო გახდა? ალბათ არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, დღემდე ვერ ვისწავლეთ საკუთარი თავისა და საკუთარი მიწაწყლის სათანადოდ დაფასება, ვერ ვეღირსეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიღებას. იცვლებიან ხელისუფალნი, იცვლება მიდგომები ამ და ბევრ სხვა საკითხებისადმი, მაგრამ სიტუაცია სოფლად უკეთესობისაკენ ნაკლებად იცვლება, ზოგიერთი პარამეტრების მიხედვით გაუარესებულია კიდეც. ბევრად ეს იმიტომ ხდება, რომ სადღეისოდ მოსაგვარებელი საკითხები სახვალიოდ გადაგვაქვს ან პირიქით. ზოგჯერ საქმეს ბოლოდან ვიწყებთ და შედეგიც შესაბამისია. ხომ არ შეიძლება სახლის მშენებლობა სახურავის მოწყობით დაიწყოს ვინმემ? აბა რას ჰგავს ის მდგომარეობა, როცა ქვეყანაში დღემდე ვერ ჩატარდა მიწების ინვენტარიზაცია, არ გვაქვს მიღებული მიწის კადასტრი და თქვენ წარმოიდგინეთ აჭარაში დღემდე მიწის რეფორმაც კი ჩაუტარებელია. და რომ იტყვიან, ამ სფეროში სრული გაუგებრობა და ქაოსია. ასეთ პირობებში ქართული სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია და თავის მოტყუებას ჰგავს. მიზეზები სხვდასხვაგვარია და მარტივად ასახსნელიც. თანამედროვე ადამიანს გინდ ქალაქად ცხოვრობდეს იგი და გინდ სოფლად, ბევრი ისეთი რამ სჭირდება რომლის შეძენასაც ფული უნდა, მაგრამ როცა ყოველი მეორე ფაქტობრივად დაუსაქმებელია, საიდან იშოვოს ადამიანმა საჭირო თანხები? არადა, ვამბობთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს და თვითდასაქმებულიაო. კი ბატონო, ასეთად მივიჩნიოთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მცირე მიწიანობისა და ზემოთაღნიშნულ ობიექტურ მიზეზთა გამო ბევრ იმათთაგანს წელიწადში იმდენის მოყვანაც რომ არ შეუძლია ოჯახიც გამოკვებოს, ერთი სული პირუტყვი ან ერთი საჯიშე მამალი გამოზარდოს და ნამეტი პროდუქციის გაყიდვა შეძლოს. აბა საჭირო ფულის მისაღებად სხვა რისი რეალიზაცია მოახდინოს? რა თქმა უნდა უძრავმოძრავი ქონების თუ ასეთი გააჩნია. სხვა გზა უბრალოდ მას არ რჩება, რასაც შემდგომში თავისთავად უსახლკაროთა და უპოვართა ზრდა მოსდევს. ეს არის მწარე სინამდვილე, მაგრამ რეალობა. სად არის ხსნა, რომ ეს ვითარება ჯერ შეჩერდეს, შემდეგ კი უკეთესობისკენ შეიცვალოს? გამოსავალი ერთია მხოლოდ. სოფლად დასაქმებისა და დამაგრების მხრივ ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, ისეთი დარგები უნდა აღორძინდეს და განვითარდეს, რაც ადამიანებს ფულის გამომუშავების საშუალებას გაუჩენს და მათი ყოფა თანდათანობით გაუმჯობესდება. სხვანაირად პროცესი არ შეჩერდება. ერთჯერადი ფულადი დახმარება და სოციალური შეღავათები ამ საქმეს ვერ უშველის. ვერც მიღებული მთის კანონი იქნება ყველასათვის ერთნაირად ეფექტიანი, რადგანაც იგი რელიეფურად ბევრად უფრო რთულ სოფლებსა და დასახლებულ უბნებს არ შეეხო. ნებისმიერი კანონი და საკანონმდებლო აქტი რეალურ მდგომარეობაზე უნდა იყოს გათვლილი და დაფუძნებული და არა ტრაფარეტულად ვიღაცის სურვილებითა და კაპრიზებით გაჯერებული. აჭარის რეგიონიდან ამ კანონის მოქმედება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ბევრ ისეთ სოფლებზე არ ვრცელდება, სადაც გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ცხოვრების პირობები და საქმიანობა ბევრად უფრო უარესი და გაუსაძლისია ვიდრე სხვაგან. ასეა ალბათ საქართველოს ბევრ სხვა რეგიონებშიც. ამ და სხვა ბევრ საკითხებისადმი ყოველთვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლების დაცლის პროცესი არ შეჩერდება და მდგომარეობა უკეთესობისაკენ ვერ შეიცვლება.

ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა სასურველ დონეზე რომ განვითარდეს, სოფლების ხალხისაგან დაცლის პროცესი რომ შეჩერდეს, ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ ჯერ იმპორტირებული რომ თანდათანობით ჩაანაცვლოს, შემდეგ მათზე მოთხოვნილება რომ დააკმაყოფილოს და ექსპორტზეც რომ გავიტანოთ ეს სახელმწიფოს მხრიდან ზოგჯერ მცირედი სუბსიდირებით, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებითა და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამებით ნაკლებ სავარაუდოა რომ გადაწყდეს. ეს განვლილმა წლებმაც კარგად დაგვანახა. ამიტომ, დროა ბოლოსდაბოლოს წარსულის შეცდომებიდან ვისწავლოთ დასკვნების გაკეთება. როდემდე შეიძლება თავს ვიტყუებდეთ ველოსიპედის გამოგონებით, ტყუილად ვხარჯავდეთ დროს, ენერგიასა და ფულად სახსრებს. სადღეისოდ ორი მთავარი პრობლემის მოგვარებაზე უნდა მოვახდინოთ ყველა რესურსის კონცენტრირება. ესაა სოფლად უმუშევრობის შემცირება და მასობრივი დასაქმება, რაც შესაძლებელია რეგიონებში წლობით აპრობირებული სხვადასხვა დარგების აღდგენარეაბილიტაციით. ასეთად დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირა რაიონებში ჩაის, ციტრუსებისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების აღდგენარეაბილიტაცია მიგვაჩნია. მაღალმთიანი აჭარისა და სამცხეჯავახეთისათვის თამბაქოს, იმერეთისათვის (ვანი, სამტრედია) ნიორისა და ხახვის, აღმოსავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლისათვის ვაზის, თავთავიანი კულტურების, შაქრის ჭარხლის, ბოსტნეულბახჩეულისა და ა.შ. ეს ვიღაცვიღაცეებს ხელს არ აძლევთ ალბათ, თორემ სხვაგვარად ამ საკითხების მოგვარებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. სანამ რეგიონებში ამ პროდუქციის წარმოებისათვის მოსახლეობას ჯერ კიდევ შემორჩენიათ სათანადო უნარჩვევები, პრაქტიკული გამოცდილება და სურვილიც სახელმწიფომ საგნობრივად უნდა წააშველოს დახმარების ხელი და არა ისე, როგორც წელს ჩაის აღორძინების სახელმწიფო პროგრამის რეალიზების დაწყების პირველივე წელს მოხდა. შეიძლება ითქვას, წლეულს ეს პროგრამა ჩავარდა. თუ რატომ მოხდა ასე, სავსებით ვიზიარებ ამის თაობაზე მეცნიერპრაქტიკოსებისა და სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. მთავარია სამომავლოდ ყველაფერი მსოფლიოში არსებული ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით იქნეს გათვლილი, შეფასებული და აღქმული და არა ვიწრო ადამიანთა ჯგუფებისა და პარტიების გულის მოსაგებად და პიარისათვის.

ყველაფერი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან, ობიექტური კანონზომიერებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ, რადგანაც ბუნებაც და სოფელიც განვითარებაში ურთიერთდამოკიდებულია და ერთიან ბუნებრივ კანონზომიერებას ემყარება. მოწოდება სოფლის მოსახლეობისადმი ერთის მხრივ სოფელი არ მიატოვოთ, მანდ იცხოვრეთ, გამრავლდით და გამაგრდითო და მეორეს მხრივ ამავდროულად ისეთი კანონების მიღებას ახდენდე, რომელიც იქ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის, შედეგის მომტანი ვერ იქნება. როგორ შეიძლება კაცი სოფლად ცხოვრობდეს და ყანის, ბაღჩაბოსტნის მოსაწყობად ადგილით სარგებლობა არ შეეძლოს, ანდა ჭიგოდ და შეშად ერთი ძირი რთხმელის მოჭრისათვის ისეთი ოდენობის ფულად ჯარიმას აკისრებდე, რომელსაც მთელი ოჯახის წლიური შემოსავალი ვერ გაწვდება. არის ბევრი სხვა ნიუანსებიც, რის გამოც ხალხი სოფლებს მასობრივად ტოვებს. შექმნილი სიტუაციიდან რეალური გამოსავალი იქნება მოკლე დროში განისაზღვროს სოფლის სტატუსი და მას განსაკარგავად გადაეცეს ეგრეთ წოდებული, წარსულში არსებული საკოლმეურნეო ტყეები, სასმელი წყლები და სხვა რესურსი. დარწმუნებული ვარ სოფელი და მისი მოსახლეობა ამ რესურსებს უფრო რაციონალურად და ყაირათიანად გამოიყენებს, ვიდრე დღეს. მეც კარგად მახსოვს, როცა სოფლებში ყანაც ჰქონდათ, ბაღბოსტანიც და გათბობის ერთადერთი საშუალება შეშა იყო მხოლოდ, მაგრამ მოსახლეობაც მეტი იყო და გარემოც უკეთ მოვლილი.

გულსატკენია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფო ტყეები ძვირადღირებული მერქნიანი ხემცენარეებისაგან პირწმინდად გაიჩეხა, საზღვარგარეთ გროშებად გაიყიდა და ამისთვის პასუხი არავის უგია. და ასეთ დროს სოფელში გაუსაძლის და რთულ პირობებში მაცხოვრებელ კაცს იაფფასიანი ხებუჩქნარებით სარგებლობისათვის, რომელთა თვითაღდგენის შესაძლებლობა ძალიან მაღალია და მოკლე დროშია შესაძლებელი, მათ სარგებლობაზე უარს ვეუბნებოდეთ ან სანქციებს ვუწესებდეთ.

პრობლემები ბევრად მეტია, ზოგიც ობიექტური, ზოგიც ხელოვნურად ან უცოდინრობით გამოწვეული, რომელთა შესახებ დეტალურად ერთ წერილში საუბარი შეუძლებელია. ვთქვით მხოლოდ ნაწილი იმისა, რომელთა მოგვარების გარეშე ვერც ქართული სოფელი აღორძინდება და ვერც ქართველი კაცი შეძლებს სოფლად დამაგრებასა და ცხოვრებას.

წლების შემდეგ, როცა ყველა ეს სირთულეები დაიძლევა, შესაძლებელია შთამომავლობის ნაწილს აღეძრას სურვილი მამაპაპურ კერას მიუბრუნდეს, იქ იცხოვროს და იმოღვაწეოს, მაგრამ იგი ამას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ თუ ადამიანი იქ დაბადებული და გაზრდილი არ არის, იქაურ პირობებსა და სირთულეს არ არის ნაზიარები, იქაური წესჩვეულებებით — ნასაზრდოები, იგი ამას უბრალოდ ვერ მოახერხებს. ამას საკუთარი გამოცდილებიდანაც ვამბობ და ყველა დამეთანხმება, ალბათ, ვინც მაღალმთიან სოფლებში დაბადებულა და უცხოვრია. იქ ცხოვრებასა და ყოფას, თავის გატანასა და მითუმეტეს ოჯახის ღირსეულად მოვლაპატრონობას ვერ მოახერხებ, თუ იქაურ ნიუანსებში გარკვეული და გამოცდილი არ ხარ. ეს კი ნაამბობით, მოსმენილით, წაკითხულით, კეთილი განზრახვითა და სურვილით ვერ მოხერხდება. ამას ბავშვი დაბადებიდანვე უნდა ეჩვეოდეს. სხვაგვარად ვერც ქართული სოფელი აღორძინდება და ვერც მისი ხვავი და ბარაქა გაიზრდება. თუ ამ მხრივ სახელმწიფოს მხარდაჭერა რეალური გახდება ქართული სოფლისა და ქართველი კაცის წელში გამართვას წინ ვერაფერი დაუდგება. ქართველ კაცს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს, საკუთარი კუთხის, მშობლიური მიწის, კერისა და მამაპაპისეული საცხოვრისის სიყვარული და ნოსტალგია ყოველთვის თან ახლავს და მისკენ იზიდავს. ამ მხრივ თქვენთან ერთად, ძვირფასო მკითხველებო, გამონაკლისი არც თქვენი მონამორჩილია და ერთხელ ამგვარი მონატრებით გამოწვეული განცდა ვცადე ქაღალდზე გადამეტანა, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

მჯერა, იგი ბევრი თქვენგანის ემოციებს, განცდებსა და სათქმელს დაემთხვევა, როცა სადღესასწაულო დღეებში თუ ისე უბრალოდ საკუთარ ოჯახში, ანდა ძირძველ მამაპაპისეულ კერასთან რომ შეიკრიბებით, გაიხსენებთ წარსულს, იმსჯელებთ მომავალზე და აუცილებლად შესვამთ ოჯახისა და ქვეყნის კეთილდღეობისა და დღეგრძელების სადღეგრძელოს. უფლის წყალობა და დღეგრძელობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ნუგზარ ოქროპირიძე, სმმეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ არგოსერვის ცენტრი