მედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

რამდენი ბოცვრის მოვლა-შენახვა შეუძლია ერთ ადამიანს?

მებოცვრეობა მეცხოველეობის ძალზე საინტერესო და მომგებიანი დარგია. ბოცვერი სწრაფად მრავლდება და, შესაბამისად, მოგებაც მნიშვნელოვანია. 

ბოცვრის მოვლა რთული არ არის. მცირე საოჯახო მეურნეობას თავისუფლად შეუძლია 8-10 დედა ბოცვრის შენახვა, რომელებიც მეურნეობას მთელი წლის განმავლობაში ახალი ჯანსაღი ხორცით უზრუნველყოფენ. 

მოგეხსენებათ, ბოცვერი უქოლესტერინო, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ძვირფას დიეტურ ხორცს იძლევა, რომელიც ყველასთვის უწყინარია.

როგორ მოვაშენოთ ბოცვერი, შევარჩიოთ ჯიშები იმის მიხედვით თუ რა მიზანს ვისახავთ, გვსურს ხორცის წარმოება თუ ბაჭიების გამრავლება-რეალიზაციას ვგეგმავთ; როგორ მოვუწყოთ გალია,  შევურჩიოთ და დავურეგულიროთ საკვები; რა წვრილმანი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოცვრებს ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნათ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე დღეს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია „საფერავი ტვ“-ის ერთობლივის გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ ჩვენს კითხვებს „აგროექსპერტთა ასოციაციის“ ვეტერინარი დავით  ბოსტაშვილი უპასუხებს. 

გადაცემა მიჰყავს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორ შოთა მაჭარაშვილს.